ქალი და მამაკაცი გოგონამ არშემდგარი ქორწილის ფოტო გამოაქვეყნა-მიზეზი ძალიან სამწუხაროა 2018, 28 ნოემბერი, 21:36 დები გერლაკის ამბავმა უამრავი ადამიანის გული შეძრა. დებიმ საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა საქორწინო ფოტოსესია, თავის საქმროსთან ერთად. გდაღებების დროს, გოგონას საქმრო რენდი უკვე გარდაცვლილი იყო.
გოგონამ ფოტოზე მისი ყოფნა Photoshop-ის საშუალებით შეძლო. სწორედ ამ დღეს უნდა შემდგარიყო მათი ქორწილი, მაგრამ არ შედგა . მიზეზი კი სამწუხაროა... რენდი უკვე 8 თვის გარდაცვლილი იყო. ის ავარიის შედეგად გარდაიცვალა. დებიმ ფოტო შემთხვევით არ გამოაქვეყნა. ამ ყველაფერს თან სდევდა წერილი, რომლითაც მან ადამიანებს მიმართა და ერთი მნიშვნელოვანი რამ შეახსენა. "დღეს ჩემს ცხოვრებაში უნდა ყოფილიყო ყველაზე ბედნიერი დღე. დღე, როცა მე ცოლად გავყვებოდი ჩემს უსაყვარლეს ადამიანს. დილით უნდა გამეღვიძა, ჩამეცვა თეთრი კაბა, უნდა გამევლო გზა ეკლესიაში საქმროსთან მისვლამდე, სადაც მამაჩემი მიმაცილებდა. დღეს ჩვენ მთელი ოჯახის, მეგობრების თვალწინ სიყვარულს და ერთგულებას შევფიცებდით ერთმანეთს. ეს უნდა ყოფილიყო დღე, რომელზეც დიდხანს ვოცნებობდი. დღეს მე ცოლი უნდა გავმხდარიყავი, მისის ციმერმანი" "მაგრამ, გავიღვიძე და ეს ისეთივე დღე იყო, როგორც დანარჩენი სხვა. დღეს არაფერი ხდებოდა. დღეს, მე გული გატეხილი მაქვს. დღეს მე მამაჩემი არ მიმაცილებს ჩემს საქმროსთან და მე ვერ დავინახავ მის თვალებს, მის რეაქციას ჩემი ნახვისას... დღეს, მე არ ვთხოვდები. არ ვთხოვდები იმიტომ, რომ ერთმა ადამიანმა არჩევანი გააკეთა- არ გაჩერებულიყო "სტოპ" ნიშანზე, გაევლო სწრაფად, გადაეკვეთა ქუჩა, სადაც რენდი მოძრაობდა მოტოციკლით. მან ის დაინახა, მაგრამ არ გაჩერდა. მე გთხოვთ ყველას, ვინც ამას კითხულობთ: დაიცავით წესები, იყავით ყურადღებით. საფრთხე არ შეუქმნათ სხვის და საკუთარ სიცოცხლეს, რადგან შესაძლოა ამით ვიღაცის მთელი სამყარო შეცვალოთ. იქნებ, ის რომ გაჩერებულიყო, დღეს რენდი ცოცხალი იქნებოდა.
მე შენ მიყვარხარ რენდი ციმერმან".
გაუფრთხილდით საკუთარ და სხვის სიცოცხლეს
837 4-ს მოსწონს
|