x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ნევროლოგია - ადამიანის თავის ტვინი - მიკროსამყარო მაკროსამყაროში
ნევროლოგია - ადამიანის თავის ტვინი - მიკროსამყარო მაკროსამყაროში


ადამიანის ტვინი - ერთადერთი ორგანო, რომელმაც საკუთარ თავს სახელი დაარქვა დედამიწაზე სიცოცხლის 4.1 მილიარდი წლის განმავლობაში არსებული ორგანიზმების ტრილიონობით მილიონ ორგანოთა შორის. ეს არის ჩვენთვის ცნობილ სამყაროში ბუნებრივად წარმოქმნილი ურთულესი სისტემა. ჯერჯერობით არც ხელოვნური ინტელექტი შეგვიქმნია ისეთი, რომ ჩვენი ტვინის შესაძლებლობებს აჯობოს. ბიოლოგები, ნეიროფიზიოლოგები, ფსიქოლოგები ადამიანის ტვინის საიდუმლოების ბოლომდე ამოცნობას ცდილობენ, თუმცა ამ ეტაპზე, ტვინის ურთულესი სისტემები ჯერ კიდევ გაუშიფრავი რჩება. მიუხედავად ამისა უკვე საკმაოდ ბევრი რამ ვიცით მის შესახებ. ინტელექტი, რასაც ჩვენი ტვინის ნეირონთა რთული და გენეტიკურად დეტერმინირებული კავშირები წარმოქმნის, არის სამყაროში ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილი ყველაზე მაღალი ინტელექტი. ინტელექტი კი არის სამყაროში ყველაზე დასაფასებელი რამ. ესაა სამყაროს ევოლუციის გვირგვინი.


თავიდან, როდესაც დიდი აფეთქება მოხდა 14 მილიარდ წლის წინ, წარმოიქმნა მხოლოდ დრო-სივრცის კონტინუუმი და გამოთავისუფლდა ექსტრემალურად შეკუმშული ენერგია, თუმცა ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული ატომებიც კი. მათი ჩამოყალიბება მალევე დაიწყო - აფეთქებიდან 320 ათასი წლის გასვლის შემდეგ. 13.5 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა პირველი გალაქტიკები და ყველაფერი, რაც მათშია. 5 მილიარდი წლის წინ დაიწყო ფორმირება ჩვენმა პლანეტამ და სრულად ჩამოყალიბდა 4.6 მილიარდი წლის წინ. 4.1 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა სიცოცხლე დედამიწაზე და ეს სიცოცხლე იყო იქამდე არსებულ არაცოცხალ ბუნებაზე უფრო რთული და აღმატებული თავისი არსით და მნიშვნელობით. ხოლო როდესაც გაჩნდნენ ინტელექტის მქონე ცხოველები და ბოლოს 400 ათასი წლის წინ ჰომო საპიენსი - ეს თავად სიცოცხლის გაჩენაზე დიდი მოვლენა გახლდათ, რადგან გაჩნდა სამყაროსთვის ჯერჯერობით ცნობილი უმაღლესი ინტელექტი.


ნევროლოგია - ადამიანის თავის ტვინი - მიკროსამყარო მაკროსამყაროში



სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ინტელექტი და მის გადასარჩენად და უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რაც შეგვიძლია. სუფიები ამბობენ: "ღმერთი (სამყარო) იძინებს ქვებში (გალაქტიკებში, ვარსკვლავებში, პლანეტებში), სიზმრებს ხედავს ცხოველებში (ცენტრალური ნერვული სისტემის მქონე არსებები - თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები, ძუძუმწოვრები...) და იღვიძებს ადამიანში.


ადამიანის ტვინში საშუალოდ 86 მილიარდი ნეირონია. ის დაყოფილია მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროდ. მარცხენა ნახევარსფერო ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნებითაა დაკავებული, ის პასუხს აგებს მეტყველებაზე, იმახსოვრებს ციფრებს, სახელებს და აკონტროლებს სხეულის მარჯვენა ნახევარს. მარჯვენა ნახევარსფერო კი შემოქმედებითი და ინტუიციურია. ის ამუშავებს იმ ინფორმაციას, რომელიც სიტყვებით ვერ გადმოიცემა - მაგალითად: სურათები, შეგრძნებები, ემოციები, სივრცეში ორიენტაცია, მუსიკა, პოეზია, მხატვრობა და ა.შ. მეტაფორები, წარმოსახვა და ტყუილიც მარჯვენა ნახევარსფეროს უნარებია.


ნევროლოგია - ადამიანის თავის ტვინი - მიკროსამყარო მაკროსამყაროში


ჩვენს მოკლევადიან მეხსიერებას ერთდროულად მხოლოდ 7 ობიექტის დამახსოვრება შეუძლია. ადამიანს მეხსიერების 3 ფორმა აქვს: სენსორული, გრძელვადიანი და მოკლევადიანი. გრძელვადიანი მეხსიერება კომპიუტერის მყარი დისკივით მუშაობს. მოკლევადიანი კი პატარა დამახსოვრების დისკს ჰგავს. ამ მოკლევადიან მეხსიერებას ერთდროულად მხოლოდ 5-9 ობიექტის დატევა შეუძლია. თუმცა შესაძლებელია ადამიანი ავარჯიშო და ასწავლო ობიექტების ისე დაჯგუფება, რომ ის 9-ზე მეტ ობიექტზე ინფორმაციას გადაამუშავებს. სხვათა შორის, მსოფლიოში ტელეფონის ნომრების უმრავლესობა 7 ციფრისგან რომ შედგება, ეს რაოდენობა არაა უმიზეზოდ შერჩეული.


ადამიანის ნერვულ სისტემას გააჩნია 2 მთავარი კომპონენტი. ცენტრალური ნერვული სისტემა თავის ტვინით და მაკოორდინირებელი ორგანოებით (ცნს) და ზურგის ტვინი. ცნს აერთიანებს ყველა შეგრძნებას: ხედვა, სმენა, ყნოსვა, გემო და შეხების მგრძნობელობა და ასევე აკონტროლებს ყველა ჩვენს საქმიანობას, მაგალითად ხელების და ფეხების მოძრაობით მიმდინარე საქმიანობები.


ნევროლოგია - ადამიანის თავის ტვინი - მიკროსამყარო მაკროსამყაროში


პერიფერიულ ნერვულ სისტემას მესენჯერულ სისტემასაც უწოდებენ. მისი ფუნქციაა ინფორმაციის გადატანა მიმღები უჯრედებიდან (მიმღებია უჯრედები, რომელთა ფუნქციაა დააფიქსიროს კონკრეტული გარემო სტიმული, ისეთი როგორიცაა სინათლე, ხმაური, სითბო, წნევა და ა.შ.) ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და ამავე დროს უკუპროცესსაც უწყობს ხელს ანუ მიმართულებას აძლევს სხვადასხვა კუნთსა და ორგანოს თუ რა რეაქცია უნდა მოახდინოს მიღებულ სტიმულზე.


ნერვული უჯრედები ანუ ნეირონები უზრუნველყოფენ ნერვულ სისტემაში ინფორმაციის გადატანას და კოორდინირებას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნეირონები უშუალოდ არ ურთიერთქმედებენ. ისინი სხვადასხვა პროცესში მონაწილეობენ სინაფსების (ნეირონთა კავშირების) ანუ ნერვული უჯრედების ერთმანეთთან შეერთების ადგილების მეშვეობით. უფრო მეტიც, ნეირონები იყენებენ ურთიერთკავშირისთვის სხვა უჯრედებსაც, რომელსაც გლიურ უჯრედებს უწოდებენ და რომელნიც ავსებენ სივრცეს ნეირონებს შორის თავის ტვინში.


თუ გნებავთ, რომ გაიგოთ თუ რომელი ნაწილებისგან შედგება თავის ტვინი და ევოლუციურ პროცესში რომელი ნაწილი როდის წარმოიქმნა და რა ფუნქციებს ასრულებენ ისინი, მაშინ გაეცანით შემდეგ სტატიებს:


1. ადამიანის თავის ტვინის მთავარი შემადგენელი ნაწილები

2. მოგრძო ტვინი

3. ვაროლის ხიდი

4. შუა ტვინი - მეზენცეფალონი

5. ნათხემი - ცერებელი

6. დიენცეფალონი

7. თავის ტვინის ღრმა სტრუქტურები



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ცნობიერება - სამყაროს ამოუხსნელი ფენომენი

2. რა ხდება ადამიანის ტვინში, ორგანიზმის სიკვდილის შემდეგ

3. ფსიქიკური ფენომენი - ქალი, რომელსაც კლასიკური მუსიკა თითქმის განუწყვეტლივ ჩაესმოდა

4. სინათლე გვირაბის ბოლოს - რა ფენომენთან გვაქვს საქმე?

5. რეფლექსები და მათი კვლევის მეთოდები

6. რამდენ ნეირონს შეიცავს სხვადასხვა სახეობის ცხოველის ტვინი?



განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
300
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
300
  
2018, 30 ნოემბერი, 9:08
მომწონს ეს თემები და ყოველთვის ინტერესით ვკითხულობ.
0 1 1