x
image
ანა ბეჟაშვილი
ირაკლი კობახიძე -ნაციონალურ მოძრაობას გაყალბების შანსი არ აქვს

image

ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე განცხადებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ნაციონალურ მოძრაობას იმის გაკეთების მცდელობა აქვს, რასაც მმართველობის პერიოდში აკეთებდა.

" -ნაციონალური მოძრაობა მუდმივად ინარჩუნებდა ხელისუფლებას გაყალბებით. ბუნებრივია, იმ მასშტაბის გაყალბების თავი დღეს არ აქვთ. თუმცა, აქვთ მცდელობა, საკუთარი რესურსების ფარგლებში ყველა ზომა მიიღონ, რათა შეეცადონ არჩევნების გაყალბებას. მათ ამის შანსი არ აქვთ. მე მათ ვაფრთხილებ, გაყალბებისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება ! როგორც რიგითი ადამიანები, ისევე ის ადამიანები, ვინც ამ სქემის სათავეში დგანან. მოვუწოდებ დამკვირვებლებს მიიღონ ზომები, რომ მოხდეს შესაბამისი რეაგირება ამ მძიმე სამართალდარღვევებზე. " -განაცხადა ირაკლი კობახიძემ .

რიგით მეხუთე საპრეზიდენტო არჩევნები 28 ნოემბერს 20:00 საათზე დასრულდება.

0
57
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0