x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
7 პროდუქტი, რომელთა განმეორებით გაცხელება არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ასე ვაკეთებთ
image

ჩვენთვის, ყველასთვის, კერძის მომზადების და მოხმარების გარკვეული წესი ცნობილია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ არსებობს ზოგიერთი პროდუქტი, რომლების მეორეჯერ გაცხელება არ შეიძლება! საქმე იმაშია, რომ გაცხელების დროს ეს პროდუქტები არა მხოლოდ სტრუქტურას იცვლიან, არამედ ჯანმრთელობას ზიანს აყენებენ. არა, ამ პროდუქტების გადაგდებას არ გაიძულებთ, არამედ გირჩევთ გამოიყენოთ ახლებურად, მაგ., სალათებს დაუმატეთ.


ისპანახი

image


ისპანახი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა, რადგან მასში ბევრი სასარგებლო ვიტამინი და მიკროელემენტი შედის. მწვანილის ეს სახეობა განსაკუთრებით უყვართ მათ, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს. ისპანახი, არაჟანში მოშუშული - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია, შესანიშნავად ერწყმის ბრინჯის ან სპაგეტის გარნირს, მაგრამ მისი განმეორებით გაცხელება არ შეიძლება.

გადაწყვეტილება: მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, გირჩევთ ისპანახი ბუნებრივი სახით მიიღოთ, სალათებს და სმუზებს დაუმატეთ, ხოლო მომზადებული ისპანახი სოუსის ან ცივი წასახემსებლის სახით გამოიყენეთ.


ქათამი

image

ქათმისგან მომზადებულ კერძებს ბევრი დიასახლისის სამზარეულოში იპოვით. ეს ცილების წყაროა, რომელიც ადვილად გადამუშავდება, ხოლო ქათმის ხორცის მომზადების სხვადასხვა ვარიანტები შთაგონებას აოცებს. მაგრამ მაინც, ქათმის მეორეჯერ გაცხელება არ შეიძლება, რადგან ის ცილების სტრუქტურას ცვლის, რაც თავის მხრივ მონელებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

გადაწყვეტილება: მოხარშული ან გამომცხვარი ქათმის ხორცი შესანიშნავად გამოდგება სალათებისთვის, ხოლო შემწვარი ფილეს ან ქათმის კოტლეტების დარჩენილი ნაწილი ცივი სახით სენდვიჩების მოსამზადებლად გამოიყენეთ.


სოკო

image

სოკო ორგანიზმისთვის ძალიან რთულად გადასამუშავებელ პროდუქტს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ 4 წლამდე ბავშვებისთვის მისი გამოყენება რეკომენდებული არაა. უფრო მეტიც, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ სოკო მცენარეული ცილების ღირებული წყაროა. ასე რომ, თუ ხორცის მიღებას შეზღუდავთ, რაციონში სოკო აუცილებლად დაამატეთ, მაგრამ განმეორებითი თერმული დამუშავების გარეშე, რომლის შედეგადაც არა მხოლოდ მათი სასარგებლო თვისებები, არამედ მკვებავი შემადგენლობაც იცვლება. ასეთი ცვლილებები შეიძლება კუჭის ტკივილის ან მუცლის შებერილობის მიზეზი გახდეს.

გადაწყვეტილება: მოშუშული სოკო სოუსის სახით ცხელ პასტასთან, ან მოხარშულ კარტოფილთან ერთად გამოიყენეთ, ან უბრალოდ ცივი სახით როგორც სალათა, დაუმატეთ. მაგ., დაქუცმაცებული მწვანილი.


კვერცხი

image

კვერცხი ის პროდუქტია, რომელსაც ხშირად არ ვაცხელებთ. მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ განმეორებითი მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება არა მხოლოდ გემოს ცვლის, არამედ მის შემადგენლობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. კვერცხის შემადგენლობაში არსებული მთელი რიგი ნაერთები ტოქსიკური ხდება და ჯანრთელობის მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს და შეიძლება მოწამვლაც გამოიწვიოს.

გადაწყვეტილება: მოხარშული კვერცხი ბევრ სალათს შესანიშნავად ერწყმის და სენდვიჩისთვისაც გამოგადგებათ, ხოლო ომლეტი და შემწვარი კვერცხი უმჯობესია არ დატოვოთ და მომზადებული ბოლომდე მიირთვათ.


კარტოფილი

image

უჩვეულოდ მკვებავი და ბევრისთვის საყვარელი პროდუქტია. მიუხედავად ამისა, განმეორებითი გაცხელებით თავისი გემოს და სასარგებლო თვისებების მნიშვნელოვან ნაწილს კარგავს. სწორედ ამიტომ გირჩევთ, არ გარისკოთ და კარტოფილი მხოლოდ ერთ პორციაზე მოამზადოთ.

გადაწყვეტილება: უმჯობესია მოხარშული კარტოფილი განმეორებით ცივად გამოიყენოთ, მისგან სალათა გააკეთეთ. ხოლო შემწვარი კარტოფილი და კარტოფილის გამომცხვარი - ეს მხოლოდ ერთხელ მისართმევი კერძებია.


ჭარხალი

image

კიდევ ერთი ბოსტნეული, რომელიც ჩვენს სიაში მოხვდა, ეს არის ჭარხალი. პირველი გაცხელების დროს ჭარხალი ისევე, როგორც პომიდორი, თავის სასარგებლო თვისებებს არ კარგავს. მაგრამ აი, განმეორებითი გაცხელება მის სტრუქტურასა და შემადგენლობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, რამაც შეიძლება ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას, განსაკუთრებით, თუ პროდუქტს ამ სახით რეგულარულად გამოიყენებთ.

გადაწყვეტილება:რაც შეეხება ჭარხლის წვნიანებს, მაგ., ბორშს, ყველა სწორი იქნება, თუ მას პორციების სახით მოამზადებთ. მოხარშული ჭარხლის კი ბევრი სალათის რეცეპტი არსებობს. თუმცა, თუ გსურთ მისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, სალათებს და სხვადასხვა სმუზებს ჭარხალი ნედლი სახით დაუმატეთ.


ნიახური

image

ბევრ დიასახლისს ნიახური მოშუშულ ბოსტნეულში ან წვნიანებში ძალიან უყვარს. მაგრამ განმეორებითი გაცხელებისას მის შემადგენლობაში არსებული ელემენტების ნაწილი იკარგება, სტრუქტურა იცვლება და კანცეროგენური ხდება. ასეთი საკვების რეგულარული გამოყენების შემთხვევაში სერიოზული დაავადებების განვითარების რისკი იზრდება. სწორედ ამიტომ ამ პროდუქტს სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოთ.

გადაწყვეტილება: კრემ-წვნიანების უმეტესობა, რომლებიც ნიახურით მზადდება, ძალიან გემრიელია ცივი სახითაც კი, ამიტომ მისი გაცხელება საჭირო არაა.


0
2307
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
2307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0