სხვა 11 თვის განმავლობაში ქართველმა სპორტსმენებმა 827 მედალი მოიპოვეს, 300-ზე მეტი უმაღლესი სინჯისაა 2018, 28 ნოემბერი, 1:03 11 თვის განმავლობაში ქართველმა სპორტსმენებმა 827 მედალი მოიპოვეს, 300-ზე მეტი უმაღლესი სინჯისაა''მიხეილ ბატიაშვილი: „თითოეული სპორტსმენი გმირია, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული ამხელა წარმატება სწორედ მათი დამსახურებაა“. „სპორტული წელი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ უკვე გვაქვს მართლაც ფანტასტიკური შედეგები. 11 თვის მონაცემებით ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, პარაოლიმპიურ ჩემპიონატებსა და ტურნირებზე, ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე, 827 მედალი მოიპოვეს, აქედან 300-ზე მეტი მედალი უმაღლესი სინჯისაა. ეს არის ჩვენი ბიჭების და გოგონების, საქართველოს გამარჯვება. ამ შედეგს ჩვენ ერთად მივაღწიეთ. ეს არის სამინისტროს, სპორტული ფედერაციების და სპორტსმენების ერთობლივი, თანამიმდევრული მუშაობის შედეგი. ჩვენი გეგმაა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება თბილისსა და რეგიონებში, სპორტის დაფინანსების გაზრდა, რაც საბოლოოდ პირდაპირ აისახება სპორტსმენთა წარმატებებზე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა სპორტსმენს, მწვრთნელს, სპორტულ ექიმსა და ფედერაციის პრეზიდენტს იმ დაუღალავი შრომისთვის, რაც მათ ამ შედეგისთვის გასწიეს. თითოეული მათგანი გმირია, რადგან საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული ნებისმიერი წარმატება სწორედ მათი დამსახურებაა“ - ამბობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი. 48 შეფასება არ არის
|