x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ყოველთვის მივდიოდი და ბიულეტენს ვაუქმებდი, მაგრამ ახლა გადავდგამ ამ ნაბიჯს“ - ზაზა სარალიძე

image


ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე ამბობს, რომ პირველად აპირებს მეორე ტურში საკუთარი ხმის უფლებით ისარგებლოს. როგორც სარალიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ჩართვისას განაცხადა, მანამდე ის არჩევნებზე ყოველთვის ხმას ყველას წინააღმდეგ აძლევდა და ბიულეტენს აუქმებდა. ახლა კი სარალიძე გეგმავს ხმა ერთერთ კანდიდატს მისცეს.


„ყოველთვის მივდიოდი ხოლმე არჩევნებზე და ბიულეტენს ვაუქმებდი, მაგრამ ახლა პირველად გადავდგამ ამ ნაბიჯს. მე არ ვიტყვი, რომ ან იმას მივცეთ ხმა, ან ამას, მაგრამ გეტყვით, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ“ - აცხადებს ზაზა სარალიძე.


შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ სარალიძე, ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ფილარმონიაში გამოჩნდა, სცენაზე ავიდა და პარტიის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.

1
192
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
192
  
2018, 28 ნოემბერი, 1:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1