x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცოტნე გამსახურდია:ეს რა ვნახე, სიცოცხლე აღარ მინდა. სერიოზულად
image

ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ვიდეოსიუჟეტს ეხმაურება, რა დროსაც დაახლოებით 5 ათასი კაცი ფულის დარიგებით იმედით პატარკაციშვილის რეზიდენციასთან(რიტუალების სასახლე) შეიკრიბა მას შემდეგ, რაც ბადრი პატარკაციშვილმა ლონდონიდან "იმედის 'რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ ყველა უმუშევარს წელიწადში 600 ლარს გადაუხდიდა საკუთარი ჯიბიდან.


"ეს რა ვნახე, სიცოცხლე აღარ მინდა. სერიოზულად. ბარემ გათავდეს დროზე ეს დედამოხნული მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგის მხარეს ვიყავი, ამას ვერ ვხედავდი... ეს არის ხალხი, რომლის ყოფნასაც მამაჩემმა, ჩემმა მეგობრებმა თავი შესწირეს... რამდენია აქ ისეთი, ვისაც უბრალოდ ხელის განძრევის ეშინია ან ეზარება... ვისაც ურჩევნია ეს ხელი მუშაობის მაგივრად უბრალოდ სამათხოვროდ ჰქონდეს გაწვდილი და გროშებზე გაყიდის საკუთარ ქვეყანას, გარშემომყოფთ, თანამოძმეებს?

image


ნუთუ არ ვიცვლებით უკეთესისკენ? ნუთუ ათი წლის შემდეგაც ამ დღეში ვართ და უნდა ვიყოთ? ნუთუ მომავალი თაობა ცოტა უკეთესი მაინც არ იქნება?


იიი, ხალხს უჭირს, იიი, აბა რა ქნაან და ეგეთ პოპულისტურ ბოდვას დავახვევინებ დამწერიანად!"-წერს გამსახურდია.



3
615
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
615
  
2018, 27 ნოემბერი, 20:25
რა 2007 წელი, ეს ვერ არის ცოტა, ხო?))
2018, 27 ნოემბერი, 19:34
... და რამდენია ისეთი, რომ სამუშაოს შეგნებულად არ იწყებს (მიუხედავად შესაძლებლობისა) , -სოციალური არ მომიხსნანო! ასეთი ვიგინდარები ,ნამდვილად არ მეცოდებიან!
2018, 27 ნოემბერი, 19:22
და იყო კაი კაცი?ესაა ხალხის დამცირება
0 1 3