საქართველო „სააკაშვილს 2 წელი არ შეეძლება თანამდებობის დაკავება და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა“ - გრიგოლ ვაშაძე 2018, 27 ნოემბერი, 18:01 ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს არც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მას მომდევნო ორი წლის განმავლობაში სამთავრობო თანამდებობების დაკავება ეკრძალება. ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ ეკა კვესიტაძისა და ნიკა გვარამიას გადაცემაში ჩართვისას ისაუბრა. რუსთავი2-ის კითხვაზე, სად ხედავს გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილს, კანდიდატი პასუხობს: „სააკაშვილს საქართველოში ვხედავ, საქართველოს მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. რომელსაც 2 წელიწადი კიდევ არ შეუძლია არცერთი სამთავრობო პოზიციის დაკავება და პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მაგრამ როგორც ადამიანმა, რომელმაც ყველასგან დავიწყებული გეოგრაფული ერთეული მოქმედ სახელმწიფოდ გადააქცია, უფლება აქვს და ჩვენი მოვალეობაა ცხოვრობდეს საქართველოში. იქნება თუ არა პოლიტიკაში, ამას გადაწყვეტს საქართველოს მოქალაქე, “ - აღნიშნავს ვაშაძე. კითხვაზე, მოსწონს თუ არა კოალიციური მმართველობის გეგმა მიხეილ სააკაშვილს, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მან ეს არ იცის, რადგან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის კანდიდატს ეს არ უკითხავს. „ეს ჩემი კამპანიაა, “ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 180 შეფასება არ არის
|