x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ფარები ჩააქრეს უკვე... ბოლომდე ჩააქრეთ, 28 ში მაინც საბოლოოდ დაბნელდება თქვენთვის“ - ინაშვილი

image


ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე ირმა ინაშვილი გუშინ, “პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გამართულ საპროტესტო აქციას “ არა ნაციონალურ მოძრაობას“, “არა წარსულში დაბრუნება“ “არა სააკაშვილ-ბოკერიებს“ გამოეხმაურა.


როგორც ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, “რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ აქციას 5 ათასი ადამიანი ესწრებოდა. ირმა ინაშვილმა აქციაში მონაწილე პირთა სტატისტიკურ მონაცემზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ 100 ათასზე მეტი ადამიანი იყო, აქედან რეგიონებიდან – 14 ათასი, თბილისიდან კი – 85 ათასზე მეტი.


“ჩვენ სპეციალურად დავნომრეთ მოსაწვევი ბარათები, და სცენაზე მოვიწვიეთ 97 984-ე მოქალაქე, რომელიც ჩვენს საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. თუმცა ბევრ ადამიანს მოსაწვევი ბარათი არ შეხვდა და ის მოსაწვევი ბარათის გარეშე მონაწილეობდა ჩვენს საპრიტესტო აქციაში. დეზინფორმაცია ვრცელდება მთელი დღის განმავლობაში, “რუსთავი 2“- ის მხრიდან გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს 25 ნოემბრის აქციაში ხან ამბობენ, 5 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, ხან 25 ათასი ადამიანი. ძალიან აღელვებულია ნაციონალური მოძრაობა და ეს ფარები ჩააქრეს უკვე ამ აქციის მერე, რასაც მე მივესალმები. კიდევ ჩააქრეთ, ბოლომდე ჩააქრეთ ეს ფარები, 28–ში მაინც საბოლოოდ დაბნელდება თქვენთვის. “რუსთავი 2” ასევე გვატყობინებს, რომ თურმე გუშინდელ აქციაზე უბრალო ტურისტები იყვნენ მოსული. ანუ 100 ათასი ტურისტი შევიკრიბეთ თავუსუფლების მოედანზე? ტურისტულ სააგენტოდ ხომ არ ჩამოვყალიბდეთ? “- აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

1
294
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
294
  
2018, 27 ნოემბერი, 9:59
აი ნამდვილი ოპოზიცია,ხომ გეუბნეოდათ ოპოზიცია ვართო და აჰა.......
0 1 1