x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
თეთრი ხვრელი - არსებობს თუ არა ის ჩვენს სამყაროში?
თეთრი ხვრელი - არსებობს თუ არა ის ჩვენს სამყაროში?


თეთრი ხვრელი სამყაროს ჰიპოთეტური თვისებაა, რომელიც მათემატიკური გამოთვლებით და აინშტაინის თეორიების შეჯერებითაა ნავარაუდები, ზოგადი ფარდობითობის თეორიის მიხედვით, წესით უნდა არსებობდეს, თუმცა ჯერჯერობით ასტრონომებს ის არ აღმოუჩენიათ. თეთრი ხვრელების არსებობა ივარაუდა პირველად რუსმა კოსმოლოგმა - იგორ ნოვიკოვმა 1964 წელს. დღემდე ეს მხოლოდ ისეთ თეორიად რჩება, რომელიც დამტკიცებული არაა. შესაძლოა უბრალოდ ჩვენი კონკრეტული სამყაროს არსებობის 14 მილიარდი წლის განმავლობაში ჯერჯერობით არ შექმნილა თეთრი ხვრელების წარმოსაშობად საჭირო ყველა პირობა დრო-სივრცის ერთ კონკრეტულ წერტილში, მაგრამ ეს არ გამორიცხავს მათს მომავალში წარმოშობას, ვინაიდან ეს მათემატიკურად სრულიად შესაძლებელია.


თეთრი ხვრელი არის შავი ხვრელის საპირისპირო წარმონაქმნი. თუკი შავი ხვრელი დროთა განმავლობაში შთანთქავს სამყაროს მატერიას, მაგალითად მასთან ახლოს ჩავლილ ასტეროიდებს, პლანეტებს, ვარსკვლავებს და სინათლესაც კი, თეთრი ხვრელები პირიქით, დროთა განმავლობაში გამოტყორცნიან როგორც მატერიას და შავი ხვრელის საპირისპიროდ, მათში ვერაფერი შეაღწევს, სინათლეც კი. მაგალითად, თუკი თეთრ ხვრელს კოსმოსური ხომალდით მივუახლოვდებით, მაშინვე დავიბომბებით კოლოსალური რაოდენობის ენერგიით, რომელიც ხომალდს გაანადგურებს. ხომალდმა რომც გაუძლოს გამა-სხივების შემოტევას, თვით სინათლე შეგვანელებს ზუსტად ისევე, როგორც ჰაერის ნაკადი ანელებს მის საწინააღმდეგოდ მოძრავ საგანს. იმ შემთხვევაშიც კი თუ ამასაც გადავლახავთ იმით, რომ ჩვენი ხომალდი იმგავარად იქნება დაპროექტებული, რომ მასზე ენერგიის ვერანაირმა გამოყოფამ ვერ იმოქმედოს, მაინც ვერ შევალთ თეთრ ხვრელში ვინაიდან მის გარშემო რაც უფრო მივუახლოვდებით თავად დრო-სივრცე გამრუდდება. თეთრ ხვრელთან მიახლოება აღმართზე ასვლის მსგავსია. მოძრაობის გასაგრძელებლად საჭირო ენერგია მუდმივად მზარდია იმდენად, რომ თეთრ ხვრელში მოსახვედრად საჭირო ენერგია სამყაროში არ არსებობს.


ცხადია, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ლოგიკას - როგორ შეიძლება თეთრი ხვრელი ამხელა ენერგიას უბრალოდ დრო-სივრციდან იღებდეს? ეს ერთ-ერთი მიზეზია რის გამოც მათი არსებობა თეორიულადაც კი ნაკლებად სავარაუდოდ გამოიყურება, თუმცა არსებობს მათემატიკურად კარგად გამართული თეორიები, რომელიც მათს არსებობას ამტკიცებს, ოღონდ არა ისე, როგორც მას ზოგადი ფარდობითობის თეორია ვარაუდობს.



თეთრი ხვრელიც, შავის მსგავსად უნდა წარმოიშვას გრავიტაციული სინგულარობით, სინგულარობა მდგომარეობაა დრო-სივრცეში, სადაც გრავიტაციული ველი უსასრულო ხდება. როგორც წესი ფიზიკაში სიტყვა "უსასრულო" თეორიის არასრულყოფილებაზე მიანიშნებს ამიტომ კვანტური მექანიკა და ფარდობითობის თეორია უფრო დახვეწილად ახსნან შავი და თეთრი ხვრელების სინგულარობები.




გაეცანით სხვა, ძალიან საინტერესო სტატიებს თეთრი ხვრელების შესახებ:

1. რა არის თეთრი ხვრელი?

2. შავი ხვრელი - თეთრი ხვრელი

3. არსებობს თუ არა კოსმოსში თეთრი ხვრელები?


ასევე დაგაინტერესებთ:

ყველაფერი შავი ხვრელების შესახებ



განაგრძეთ ყველაზე საინტერესო სტატიების კითხვა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
300
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
300
  
2018, 30 ნოემბერი, 23:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1