მისივე თქმით, თბილისში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მოსახლეობას მის აგიტატორებად ეცნობიან და ეკითხებიან, თუ რა მოუტანა მათ ევროკავშირმა ან ნატომ. „ხალხს ეს უკვირს და ასკვნის, რომ მე პროევროპელი და პროდასავლელი არ ვყოფილვარ“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრაზე.
სალომე ზურაბიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს 2005 წლის მაისში შეხვდა. იმ დროს ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
