ქალი და მამაკაცი ქმარი თუ ბავშვი – რომელია ქალისთვის უფრო დიდი სტრესის მიზეზი? აი, რა აჩვენა კვლევამ 2018, 26 ნოემბერი, 14:47 როგორც ცნობილია, დაქორწინებული ქალი უფრო მეტ სტრესულ სიტუაციაში ხვდება, ვიდრე მარტოხელა. სტრესი კი იწვევს უძილობას, გაღიზიანებასა და თავის ტკივილებს. უკანასკნელი კვლევით გამოვლინდა, რომ ქალების 46 % -ს სწორედ ქმრების გამო უფრო აქვს სტრესი, ვიდრე ბავშვის გამო.
აი, როგორ ახერხებენ ქმრები ამას.
1. პასუხიმსგებლობის არათანაბრად განაწილება. გამოკითხული 5 ქალიდან, ერთი ყოველთვის ამბობს, რომ სახლში მოვალეობების არათანაბარი განაწილების გამო, ყველაფრის გაკეთება თავად უწევს. 2. თავის დადანაშაულება და ნაკლები დრო საკუთარი თავისთვის სწორედ იმის გამო, რომ ოჯახში ქალი თავის თავზე იღებს ძალიან ბევრ რამეს, დრო აღარ რჩება საკუთარი თავისთვის, იგი პასუხისმგებლობას გრძნობს ყველასა და ყველაფრის მიმართ და თუ რამე არასწორად გამოვიდა, სწორედ ასეთი რეჟიმის გამო, ისევ თავს იდანაშაულებს. ესაა ყველაზე სტრესული მომენტი. ქალებმა აღიარეს, რომ დროის უქონლობის გამო გახდნენ უხასიათოები და აგრესიულები. 3. ცოლებს ისეთი რაღაცების გაკეთება უწევთ, რაც ხშირად ქმრებმა უნდა გააკეთონ კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ცოლები თავის თავზე იღებენ საოჯახო საყიდლებზე სიარულს, ონკანის გაკეთებას, ნივთების გადაადგილებას, რაიმე მოწყობილობის დამონტაჟებას. ეს არის უდიდესი შეცდომა, მაშინ როცა ქალების 20 %–მა აღიარა, რომ ისინი სთხოვდნენ ქმრებს დახმარებას, თუმცა მათი მოუცლელობის გამო თავად უწევდათ ამ საქმეების შესრულებაც. 4. როცა ქმარი კიდევ ერთი დამატებითი ბავშვია ოჯახში კვლევებით ისიცაა დადგენლი, რომ 43 წლამდე მამაკაცი ისე იქცევა, როგორც ბავშვი. ამიტომ ქალებს ქმრებზე ზრუნვა დედასავით უწევთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი შვილებს ეთამაშებიან, ცოლებმა აღიარეს, რომ ქმრები ისე ერთობიან შვილებთან, სულ ავიწყდებათ პასუხიმგებლობა სისუფთავეზე და წესრიგზე ზრუნვა და ბოლოს ყველაფერი ისევ ქალების დასალაგებელი ხდება. 5. ერთი მშობელი უშლის, მეორე "კის" ეუბნება ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა ბავშვების აღზრდის პროცესში. საჭიროა, მშობლებს ჰქონდეთ თანხმობა, ამ დროს ბავშვის ფსიქიკაც სხვანაირად ვითარდება, მაგალითად, უფრო მეტ სიყვარულს ამჟღავნებს მამის მიმართ, თუ ის დედასთან შედარებით ლმობიერია და ა.შ. და ბოლოს, ქალბატონებო, თუ არ გინდათ, რომ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოცადოთ, თავიდანვე ნუ დათმობთ პოზიციებს, გადაანაწილეთ მოვალეობები და მიეცით თქვენს ქმარს უფლება, თავადაც მოაგვაროს პრობლემები და რაც ოჯახში შავდება, ყველაფერი თქვენი მოსაწესრიგებელი სულაც არაა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, პირველ რიგში, მეორე რიგში მეუღლეზე და შემდეგ ერთად – საერთო ბავშვზე. ბედნიერ ცოლობასა და დედობას გისურვებთ! 3430 4-ს მოსწონს
|