სისხლის სამართალი "ცოლი და საყვარელი ჩემს მოკვლას 10 თვის განმავლობაში ცდილობდნენ,მაგრამ მე მაინც მიყვარს ის" 2018, 25 ნოემბერი, 15:18 53 წლის რეი ვაზეროლმა 9 წელი იცხოვრა მეუღლესთან ერთად, სანამ მძიმედ დაჭრილი საავადმყოფოში არ მოხვდა, მანამდე მისი მეუღლე საყვარელთან და მის ქალიშვილთან ერთად 10 თვის განმავლობაში ცდილობდნენ რეის მოწამლვას, დახრჩობას და აფეთქებას, თუმცა რეი გადარჩა და დღემდე აცხადებს, რომ ყველაფრის მიუხედავად, მაინც უყვარს საკუთარი ცოლი და ყოველთვის ეყვარება.
როდესაც წყვილი დაქორწინდა, რეის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ექიმებმა განუცხადეს მას, რომ 18 თვის სიცოცხლეღა ჰქონდა დარჩენილი, თუმცა იღბალი რეის მხარეს აღმოჩნდა და მისი ცხოვრება უფრო დიდხანს გაგრძელდა.
ამასობაში კი მისმა 32 წლის მეუღლემ, ჰეილიმ საყვარლად გაიჩინა რეის საუკეთესო მეგობარი გლენ პოლარდი, მათ გლენის 19 წლის ქალიშვილ არტურ პოლარდთან ერთად 10 თვის განმავლობაში სამჯერ სცადეს რეის მოშორება, თუმცა სამჯერვე უშედეგოდ, ერთხელ აფეთქებაც მოუწყვეს აუზის გამაცხელებელით, რა დროსაც რეიმ მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო. ბოლო ცდაში გლენის ქალიშვილმა 19 წლის არტურ პოლარდმა სახეში ესროლა "ბიძია რეის"(ასე ეძახდა არტური), რეი ისევ გადარჩა. პოლიციამ საქმე აღძრა, რის მიხედვითაც ამოყარეს რეის მეუღლის ჰეილის მიმოწერა, სადაც ის არტურს გაბრაზებული წერდა, რომ უკვე მესამედ ვერ შეძლეს რეის მოშორება.შეთქმულები გამოაშკარაავეს და დააკავეს.სასამართლომ სამივეს 50 წელი ციხე მიუსაჯა. რეიმ მეუღლის და მისი თანამზრახველების დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ მიუხედვად გადატანილი ამბებისა, მაინც უყვარს მეუღლე და ჰეილისადმი მისჯილი 15 წელი ძალზე ბევრი ეჩვენება;იგი დაელოდება მას. "ვიცი ბრიყვულად ჟღერს, მაგრამ ეს არის ჩემი არჩევანი, მე მიყვარს ჰეილი-ასე იყო და ასე იქნება, მინდა რომ ვიცოცხლო დიდხანს, რომ ის დაბრუნდეს ამ სახლში, აქ არის მისი ადგილი, ვიცი, რომ ხალხი ჩემზე იფიქრებს, რომ გიჟი ვარ"-აღნიშნა რეიმ. ასევე დაგაინტერესებთგერმანელმა მსახიობმა, 40 წლის ანტე მიონინგმა, რომელმაც სახელი გაითქვა მონაზვნის როლით სერიალში For Heaven's Sake(ზეციური სასუფეველისთვის) გადაწყვიტა 3 მამაკაცს "გაკაიფებოდა"ენგენის კომუნაში(გერმანია), ქალი ავტომობილიდან მოკლე, გამჭვირვალე კაბით გადმოვიდა, ბიუსტჰალტერის გარეშე. ანტემ მამაკაცების წინ ცეკვის მაგვარი წამოიწყო, თეძოებს... მამაკაცს ქალაქ ბლეკპულიდან, (დიდი ბრიტანეთი) 16 კვირა ციხე მიუსაჯეს საკუთარი გატაცების ინსცენირების გამო, იუწყება The Sun, 45 წლის ლი ფორდმა(Leigh Ford) დაურეკა თავის ფეხმძიმე მეგობარ ქალს ზოი დოილს და აცნობა, რომ იგი გაიტაცეს, უფრო მეტიც, მან ქალს უთხრა, გამტაცებლები, გამოსასყიდს- 80 ევროს ითხოვენო. "... 324 3-ს მოსწონს
|