სხვა როგორ შეიქმნა ადამიანი-სკანდინავიური მითოლოგია 2018, 24 ნოემბერი, 23:23 ასკი და ემბლა, სკანდინავიურ მითოლოგიაში, იყვნენ ღმერთებისგან შექმნილი პირველი ადამიანები, როგორც ადამი და ევა. ![]() ![]() სტურლუსონის პროზაული "ედას" მე-9 თავის მიხედვით, ერთ დღეს ოდინმა და მისმა ძმებმა, ვემ და ვილიმ, ზღვაში დიდი ხნის მოგზაურობის შემდეგ, იპოვეს ორი ხე frêne (ასკი) და orme ( ემბლა), რომელიც საოცრად ჰგავდნენ ჰუმანოიდებს. ღმერთები დიდხანს აკვირდებოდნენ უმოძრაო ხეებს. საბოლოოდ ოდინმა გადაწყვიტა მათთვის სული შთაებერა. შემდეგ ვილიმ მათ მისცა გრძნობები და მოძრაობის შესაძლებლობა. ბოლოს ვემ უბოძა სისხლი ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. ![]() ღმერთებმა მათ ყველაფერი მისცეს, რაც კი სჭირდებოდათ: სიტყვები-სალაპარაკოდ; ინტელექტი - სააზროვნოდ; სიყვარულის, ლოდინისა და მუშაობის შესაძლებლობა; სიცოცხლე და სიკვდილი. ახლადშექმნილ კაცს ( ასკი) და ქალს (ემბლა) მიეცათ შესაძლებლობა თანაბრად ემართათ მიდგარდი და დაესახლებინათ თავისი შთამომავლობა, რომელიც თაყვას სცემდა ღმერთებს, როგორც მათ შემქმნელებს. Yggdrasil-სიცოცხლის ხე ![]() 210 5-ს მოსწონს
|