სხვა როგორ შეიქმნა ადამიანი-სკანდინავიური მითოლოგია 2018, 24 ნოემბერი, 23:23 ასკი და ემბლა, სკანდინავიურ მითოლოგიაში, იყვნენ ღმერთებისგან შექმნილი პირველი ადამიანები, როგორც ადამი და ევა.
როგორც სხვა უამრავ უძველეს მითოლოგიასა და ლეგენდაში, სკანდინავიურ თქმულებებშიც ადამიანები ღმერთებმა შექმნეს. ეს მოვლენა აღწერილ იქნა პოეტურ "უფროს ედაში", რომელიც თარიღდება მე-13 საუკუნით.
ადამიანების შექმნამდე, საცხოვრისად ღმერთებმა შექმნეს მიდგარდი. თუმცა თავდაპირველად იქ არავინ ცხოვრობდა. ამიტომ ღმერთებმა გადაწყვიტეს მისი დასახლება.
სტურლუსონის პროზაული "ედას" მე-9 თავის მიხედვით, ერთ დღეს ოდინმა და მისმა ძმებმა, ვემ და ვილიმ, ზღვაში დიდი ხნის მოგზაურობის შემდეგ, იპოვეს ორი ხე frêne (ასკი) და orme ( ემბლა), რომელიც საოცრად ჰგავდნენ ჰუმანოიდებს. ღმერთები დიდხანს აკვირდებოდნენ უმოძრაო ხეებს. საბოლოოდ ოდინმა გადაწყვიტა მათთვის სული შთაებერა. შემდეგ ვილიმ მათ მისცა გრძნობები და მოძრაობის შესაძლებლობა. ბოლოს ვემ უბოძა სისხლი ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. ღმერთებმა მათ ყველაფერი მისცეს, რაც კი სჭირდებოდათ: სიტყვები-სალაპარაკოდ; ინტელექტი - სააზროვნოდ; სიყვარულის, ლოდინისა და მუშაობის შესაძლებლობა; სიცოცხლე და სიკვდილი. ახლადშექმნილ კაცს ( ასკი) და ქალს (ემბლა) მიეცათ შესაძლებლობა თანაბრად ემართათ მიდგარდი და დაესახლებინათ თავისი შთამომავლობა, რომელიც თაყვას სცემდა ღმერთებს, როგორც მათ შემქმნელებს. Yggdrasil-სიცოცხლის ხე 210 5-ს მოსწონს
|