ასტროლოგია ციფრების მეცნიერება გიამბობთ, როგორი იქნება დამდეგი 2019 წელი 2018, 24 ნოემბერი, 22:05
რომ გაიგოთ, როგორი იქნება 2019 წელი, დაბადების თარიღის მიხედვით ციფრი უნდა გამოთვალოთ. მაგ., თუ თქვენი დაბადების თარიღია 1980 წლის 5 ოქტომბერი. წლის ციფრი შემდეგნაირად გამოითვლება: 0+5+1+0+1+9+8+0=24=2+4=6. წლის ციფრი გამოდის 6. თქვენი ციფრის მიხედვით წლის პროგნოზი იპოვეთ.
ციფრი 1
თქვენ დარწმუნების უნარი გაქვთ, ამიტომ სირთულეების გადალახვა თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ხელშეკრულების გაფორმების ან შეთანხმების დადების პრობლემა არ გექნებათ. თქვენი დიპლომატიური უნარის წყალობით ყველაფერი მარტივად ჩაივლის. 2019 წელს პირად ურთიერთობაში ყველა პრობლემა გაქრება. მოქნილი გონება და გამჭრიახობა სახლში კამათის და სკანდალის განვითარებას თავიდან აგაცილებთ. გაქვთ შანსი, იპოვოთ ადამიანი, ვისთანაც თავით სასიყვარულო ურთიერთობაში გადაეშვებით.
ციფრი 2 შემდგომი მოქმედებისთვის სტრატეგია უნდა შეიმუშაოთ და არა პრაქტიკის პრაქტიკა გაიაროთ. ენერგია თქვენი სულიერი ცოდნის გასაზრდელად და ოჯახური ურთიერთობების გასაძლიერებლად გადაანაწილეთ. ნებისმიერი კონფლიქტი მშვიდობიანად მოაგვარეთ. ცხოვრების კარდინალურად შეცვლა საჭირო არაა - განქორწინება ან დაქორწინება. ემოციები გააკონტროლეთ და იმედგაცრუებას თავიდან აიცილებთ. პირველ შემხვედრს არ ენდოთ, თქვენი ძალა საკუთარი ინტუიციისთვის გამოიყენეთ. ციფრი 3 დროა, ყველაზე სანუკვარი სურვილები აისრულოთ. წარმატებას რომ მიაღწიოთ, ერთ პრობლემაზე დაჟინება საჭირო არაა. სამუშაო მოგებას გპირდებათ, ამიტომ დიდი ფინანსური ჯილდო გელოდებათ. თითოეული თავისუფალი წუთი თვითგანვითარებას დაუთმეთ. პანიკაში არ ჩავარდეთ და ქაოტურ ქმედებებს თავი აარიდეთ. შესაძლებლობის მიხედვით გულუხვობა გამოიჩინეთ, სანაცვლოდ კი თქვენ სინაზით და ურთიერთგაგებით მადლობას გადაგიხდიან. ციფრი 4 თქვენი თვითნაბადი ნიჭი კარგად ანაზღაურებადი საქმიანობის ნახვაში დაგეხმარებათ. მკაცრი დისციპლინა დაიცავით და თქვენი ქმედებები განსაზღვრეთ. მუშაობის დროს სინდისი არ დაივიწყოთ, რადგან ყველაფერი, რაც გეძლევათ, ასე უბრალოდ არ ხდება. პირად ცხოვრებაში ურთიერთობები გაძლიერდება და უფრო სტაბილური გახდება. თქვენი ცხოვრება მოაწყვეთ და დღის გეგმა შეცვალეთ და დაინახავთ, თქვენი ცხოვრება დადებითად რამდენად შეიცვალა. ციფრი 5 ვარსკვლავებმა თქვენთვის გამძლეობაზე გამოცდა მოამზადა. მატერიალური თვალსაზრისით, ზომიერი სტაბილურობა მოსალოდნელი არის. თქვენი შემოსავალი გონივრულ ხარჯს ვერ გადააჭარბებს. თქვენ საკუთარი თავის შეცნობა და იმის გაგება მოგიწევთ, თუ რაში მდგომარეობს ჭეშმარიტი მოწოდება. პირად მხარეში ურთიერთობა გარკვეულ ნდობას შეიძენს. რაც შეეხება სასიყვარულო მიზიდულობას, ის მაღალ დონეზე იქნება. თქვენი დაქორწინების სურვილი შესაბამისი იქნება. ციფრი 6 თქვენ სამუშაოს ახალი მიმართულებით არჩევნის გაკეთება მოგიწევთ. თქვენი ჰორიზონტი და სასარგებლო კონტაქტები გაფართოვდება. ორივე პუნქტი მთელი წლის განმავლობაში დაგჭირდებათ. თქვენი აზრები და განცდები უკან მოიტოვეთ. დროა მათგან სამუდამოდ გათავისუფლდეთ. პირადი ცხოვრება სამსახურში არ აგერიოთ. ორივე მხარეს ოქროს შუალედი იპოვეთ. ყველაფერი სამომავლოდ არ გადადოთ. წარსულში ქექვა არ დაიწყოთ, მომავლით იცხოვრეთ და მისი მოსვლით სიამოვნება მიიღეთ. ციფრი 7 ბოლოს და ბოლოს, თქვენ შეგიძლიათ სწორი გზა აირჩიოთ და დიდი ხნის ნანატრი თავისუფლება იპოვოთ. ბედნიერების სრულად შესაგრძნობლად სითამამე არ გყოფნიდათ. თქვენ უფრო თავდაჯერებული გახდებით. სამსახურში ახალ თანამდებობას მიიღებთ, რომელიც თქვენთვის სირთულეს არ წარმოადგენს. პირადი ცხოვრება ახალ დონეზე გადავა, ამიტომ ახალი ურთიერთობა დიდხანს არ დააყოვნებს. მთავარი, რაც გჭირდებათ - ცოტა სუფთა ჰაერი და ის თქვენს დაღლილობას და გაღიზიანებას გააქრობს. ციფრი 8 გარშემო სამყარო თქვენ მადლობას გადაგიხდით იმის გამო, როგორი დამოკიდებულებაც მის მიმართ გაქვთ. ბუმერანგის წესი ჯერ არავის გაუუქმებია, ამიტომ ნებისმიერ ქმედებაში ცვლილებას ელოდეთ. ბიზნესში მოგიწევთ გადაწყვიტოთ, როგორ განვითარდეთ შემდგომში და საიმედო პარტნიორი გჭირდებათ თუ არა. თამაშში წესების მიხედვით ითამაშეთ და ოპონენტები თქვენს მხარეს არ გადმოიბიროთ. პირად ურთიერთობაში თქვენი ემოციები თქვენს ზოგად მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, ამიტომ ნერვებზე იზრუნეთ. ციფრი 9 წელს თქვენი გეგმის მთლიანი ციკლი სრულდება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ანგარიში უნდა მოამზადოთ. პირად ცხოვრებაზე, კარიერაზე, ურთიერთობაზე, ფულსა და პრესტიჟზე თქვენეული ფასეულობების გადახედვა მოგიწევთ. ასეთი გადაფასება თქვენი პიროვნებისთვის ძალიან სასარგებლოა. თქვენ გეძლევათ შანსი, შეცვალოთ რაღაც პირად ცხოვრებაში. ძლიერი და ხანგრძლივი ურთიერთობა თქვენი მომავლის გარანტიას წარმოადგენს. 815 2-ს მოსწონს
|