x
მეტი
  • 16.11.2024
  • სტატია:138277
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511973
სიღნაღელი 26 წლის ქალი სავარაუდოდ გაზის გაჟონვით გაიგუდა
image


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაღაროში მცხოვრები 26 წლის ქალი სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპა. უბედური შემთხვევა თბილისში მოხდა, სადაც ის სწავლის პარალელურად მუშაობდა და დროებით ცხოვრობდა. ინფორმაციას ქიზიყიTV ავრცელებს.


ქეთევან ჯანიაშვილის ცხედარი სიღნაღის სოფელ ზემო მაღაროში საკუთარ ოჯახში უკვე გადაასვენეს.


როგორც გარდაცვლილის ახლობლები ჰყვებიან, გოგონა სახლში მარტო იმყოფებოდა. სახლში მისულ ოჯახის წევრებს კი ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ. უბედური შემთხვევის სხვა დეტალები და კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.



შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ მომხდარზე მოკვლევა შესაბამისი მუხლით დაიწყო.

0
1044
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1044
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0