ისრაელის წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული გამანადგურებლის მოდერნიზაციას F-15IA (Israel Advanced) რომელიც სპეციალურად ისრაელისთვისაა გაუმჯობესებული.
F-15IA-ს ექნება უფრო მეტი მოქმედების მანძილი, სიჩქარე, საბრძოლო მასალის წონა, ყველაზე თანამედროვე და მოწინავე ტექნოლოგიების მქონე სისტემა აპარატურა და რაც ყველაზე მეტად გასაკვირია F-15I გამანადგურებლებზე 25%-ითიაფი დაჯდება მისი შენახვა (ეს უკანასკნელებიც ისრაელის საჰაერო ძალებში მსახურობენ).
F-15IA-ს შეეძლება წაიღოს 13 ტონა საბრძოლო მოსალა... 13 ტონა დედააფეთქებული საბრძოლო მასალა წარმოგიდგენიათ რამდენია? ანუ Su-35S-ზე 5 ტონით მეტ ბომბებს, რაკეტებს, დამატებით პოდებს ან საწვავს წაიღებს!
შეგახსენებთ რომ ისრაელი ისედაც ყიდულობს აშშ-სგან ბოლო თაობის და მსოფლიოში ყველაზე მაღალტექნოლოგიურ გამანადგურებელ F-35-ს, მაგრამ თითქმის 43 წლის "არწივის" მოდერნიზაციას კვლავ აგრძელებს და უღირს მასში ფულის გადახდა.
მოკლედ კონკრეტულად რამდენ გამანადგურებელს ჩაუტარდება "IA" დონემდე მოდერნიზაცია უცნობია თუმცა ცნობილია რომ ამაში $3, 8 მილიარდს დახარჯავენ. ამ ფულს კი ისევ აშშ იხდის ისრაელის დახმარების ფარგლებში.