x
image
Yoona
Mediator image
ასპირინი თაფლთან ერთად - ძლიერი ნარევი თქვენი კანის სრული გარდაქმნისთვის
image

ეს ნარევი ლაქების, ანთების, ასევე ნაოჭების მოშორებაში დაგეხმარებათ და ამისთვის მხოლოდ 10 წუთი დაგჭირდებათ. ცდად ღირს!

სახის კანის მდგომარეობა კოსმეტიკურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა არის. ქალების უმეტესობა, ასევე კაცებიც უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ, რომ ნაოჭები, ლაქები და სიბერის სხვა ნიშნები გააქრონ! სამწუხაროდ, ამ პრეპარატების უმეტესობას არასასურველი შედეგი ან მოკლევადიანი ეფექტი აქვს!

ჩვენ, ყველას, ასაკის და სტატუსის მიუხედავად, ჯანმრთელი კანი გვსურს. აკნე, ლაქა, ანთება ან ნაოჭები არავის უყვარს!


აღმოჩნდა, რომ ჯანსაღი კანის მისაღებად მხოლოდ 2 მარტივი ინგრედიენტი არის აუცილებელი.

შესაძლოა, არასდროს დაფიქრებულხართ იმის შესახებ, რომ ჩვენი კანი ყველაზე ღია და ამასთან, სხეულის ყველაზე დიდ ორგანოს წარმოადგენს. ის ყოველდღიურად მზის, ბაქტერიების, მტვრის, ჭუჭყის და სხვა ფაქტორების მოქმედების ქვეშ არის. სწორედ ამიტომ კანის მოვლა ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს.

ნაოჭების და ლაქების საწინააღმდეგო ნიღაბი!

ინგრედიენტები:

1-2 ტაბლეტი ასპირინი

1 ს/კ თაფლი

წყალი

მომზადება:

1.თავიდან ასპირინი კარგად დააქუცმაცეთ, შემდეგ ცოტა წყალი დაუმატეთ, რომ პასტის მასა მიიღოთ. ახლა თაფლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

2.გაწმენდილ სახეზე მიღებული მასა თხელ ფენად წაისვით. თვალის ირგვლივ კანს მოერიდეთ.

3.ნიღაბი 10 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

შედეგს უკვე პირველი პროცედურის შემდეგ იხილავთ.

ხალხური საშუალების გამოყენების წინ, ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ!

0
1757
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1757
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0