x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბაკურ სვანიძე:ამას მართლა სჯობს "ნაცებმა" მოიგონ! სამწუხაროდ
image
ბლოგერი, იუმორისტი და პოეტი ბაკურ სვანიძე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:


რამდენიმე გვერდზე ვნახე ტელეკომპანია "იმედის" მიერ დაკვეთილი კვლევა, სადაც სალომე ზურაბიშვილს აქვს 52 პროცენტი, ხოლო გრიგოლ ვაშაძე - 48!



ბევრს ატეხილი აქვს სიხარულის ჟივილ-ხივილი - აგე! სალომე იგებსო! არადა, მე თუ მკითხავთ, ეს სულაც არ არის სასიხარულო და აღსაფრთოვანებელი!


მეორე ტურზე სავარაუდოდ მეტი ამომრჩეველი მოვა!პირველ ტურზე მოსული 46 პროცენტის 37-მა პროცენტმა რომ მისცა ხმა ვაშაძეს - ეგ არაა დიდი პრობლემა, რადგან საერთო რაოდენობის 17 პროცენტია! ხოლო მეორე ტურზე მოვიდა დავუშვათ 70 პროცენტი და აქედან "ნაცების" კაცს ხმა მისცა 48 პროცენტმა, ეგ უკვე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის თითქმის 35 პროცენტი ანუ მესამედია!




გამოდის, რომ ყოველი მესამე მოქალაქე საქართველოში მხარს უჭერს მანიაკებს! ყოველ მესამე მოქალაქეს ამ ქვეყანაში ფეხებზე ჰკიდია სხვა ადამიანების ტანჯვა
წამება შეურაცხყოფა და უბედურება!


ახლა არ დამიწყოთ ცნობილი დემაგოგია - "ნაცებმა" ბოდიში მოიხადეს და გაიაზრეს შედომებიო!


ბიჯო! ეგრე კომუნისტებს რომ შეუკიკინეთ 37 წელი, იმ კომუნისტებმა მილიონჯერ მოიხადეს ბოდიში მაგ რეპრესიების გამო!

რეაბილიტაციის აქტიც გამოუშვეს მაგ გადასახლებული ხალხის და ბევრს
კომპესაციებიც დაურიგეს! და ჯავახიშვილის წიგნებიც კაი დიდი ტირაჟებით გამოდიოდა და სხვების, მაგალითად "ცისფეყანწელებისაც " 60-ინი წლების მერე!


მიუხედავად ამისა დღემდე "კომუნისტების სისხლიანი რეჟიმიო" - გიაძახით ზოგიერთი! და "ნაცების" 9 წლიანი გაუგონარი ბოგინი უნდა დავივიწყოთ?


ლავრენტი ბერიას, რომელიც 1938 წელს დაინიშნა საკავშირო თანამდებობაზე, 1937 წლის რეპრესიებს ტენით!


მაგ ტიპმა მერე სწორედ ის ხალხი დახვრიტა უფრო, ვინც მანამდე თავად ხვრეტდა უდანაშაულო ხალხს!


კარგი, რაც არ უნდა იყოს - თვით ყველაზე უფრო დიდმა მტრებმა და ყველაზე ბინძურმა მოწინააღმდეგებმაც კი ვერ დააბრალეს ლავრენტის მამაკაცების მაგიდებზე პირდაღმა სკოტჩით დაწებება და გაუპატიურება! მსოფლიო ისტორიაში არ წამიკითხავს მსგავსი წამება! ჰილერისტებიც არ აკეთებდნენ ამას!


და თქვენ, ამ ვანდალებზე უარესი მანიაკების მმართველობის დასრულებიდან 6 წელიწადში მეუბნებით, რომ ისინი ისევ უნდა მოვიდნენ? რომ - მერე რა მოხდა,
იმიტომ უნდა მივცეთ ხმა ვანდალებს რომ "ოცნებას" ჭკუა ვასწავლოთ? მართლა ბოდიში და შ** ხო არა გაქვთ?


მართლა თუ 48 პროცენტს აიღებს "ნაცების" კანდიდატი მეორე ტურში - ჩათვალეთ, რომ ეს ქვეყანა მართლა არ არის არაფრის ღირსი! რომ ეს საზოგადოება მართლა მძიმედ არის დაავადებული და ამ ხალხში ყოველი მესამესთვის მთავარი ღირებულება ფულია!!!!

დიახ ასეა! არავინ დაიჯეროთ რომ ვინმე რეალურად ფიქრობს რომ "ნაცები"
გამოსწორდნენ! არა, მათ ფული აქვთ აღებული!


მე პირადად მივიღე მსგავსი შემოთავაზებები და ამიტომ ზუსტად ვიცი ეს! მოსყიდულია უამრავი ადამიანი!


და არაფერია სასიხარულო იმაში, რომ სალომე აიღებს 52 პროცენტს! ეს კატასტროფაა! ამას მართლა სჯობს "ნაცებმა" მოიგონ! სამწუხაროდ ...

image

0
110
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0