წელიწადის ცივ დროს სასუნთქ გზებზე ზეწოლა იზრდება. ინფექციური დაავადებები თუ გაციება ნამდვილ გამოცდას უწყობს ჩვენს ორგანიზმს გამძლეობაზე.
ხველისა და გაციების დროს, ბევრს არც ახსოვს, რომ არსებობს ხალხური საშუალებები, რომლებიც ეფექტურად მოქმედებენ და არც სტრესს აყენებენ ორგანიზმს.
გთავაზობთ სიროფის რეცეპტს, რომელიც შესანიშნავი საშუალებაა ფილტვების გასაწმენდად და ორგანიზმიდან ტოქსინებიც გამოაქვს.

ამ სიროფში მთავარი ინგრედიენტი სტაფილოა. ეს ბოსტნეული არამხოლოდ ვიტამინების წყარო, არამედ მძლავრი ანტიოქსიდანტია. ამ სიროფის საშუალებით სტაჟიანი მწეველებიც კი გაიწმენდენ ფილტვებს და ხველისგან გათავისუფლდებიან.
ინგრედიენტები:
500 გრამი გასუფთავებული სტაფილო
4 ს.კ. თაფლი
3 ჭიქა წყალი
მომზადება:
1. გაასუფთავეთ სტაფილო.დაჭერით კუბიკებად. ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით წყალი. დადგით ნელ ცეცხლზე, სანამ არ მოიხარშება.

2. თავის ნახარშშივე გათქვიფეთ სტაფილო ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და შეურიეთ თაფლი.კარგად აურიეთ.

3.მიიღეთ დღში 4 ს.კ. სიროფი და მალე უკეთესობას იგრძნობთ.სუნთქვა გაგიიოლდებათ. შესაძლო უკუჩვენების თაობაზე ექიმთან შეგიძლიათ კონსულტაცია გაიაროთ.

სტაფილოს სიროფს სხვა სარგებელიც მოაქვს:დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, იცავს გულს და სიმსივნის განვითარების რისკსაც ამცირებს.

ვიტამინების შემცველობის ხარჯზე კი ხდება ძვლებისა და კბილების გამაგრება, უმჯობესდება კანის მდგომარეობა, მხედველობა, ამიტომ, რაციონში ამ სიროფის ჩართვა ნამდვილად კარგ გავლენას მოახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე.