საზოგადოება ავტომობილი სკოლასთან ბავშვების ჯგუფს დაეჯახა 2018, 22 ნოემბერი, 17:40 ჩინეთის ლიაონინგის პროვინციაში ქალაქ ხულუდაოში, მანქანა დაეჯახა დაწყებითი სკოლის ბავშვების ჯგუფს. ავარიის შედეგად ხუთი მოსწავლე დაიღუპა და 18 დაშავდა. არ არის მითითებული გარდაცვლილთა და დაშავებულთა ასაკი. ავტომანქანა მოძრაობდა საპირისპირო მიმართულებით და სრული სისწრაფით დაეჯახა ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც სასწავლო დაწესებულების მახლობლად მდებარე გზაზე გადადიოდნენ. სამართალდამცველებმა მოახერხეს მძღოლის დაკავება. ამჟამად ის პატიმრობაში იმყოფება. თუმცა, რატომ დაეჯახა მძღოლი ბავშვებს, ჯერჯერობით უცნობია. გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩინეთში ბოლო დროს ასეთი შემთხვევები ხშირი მოვლენაა. გასულ თვეში ქალაქ ნიგბოში მცხოვრები მამაკაცი ფეხით მოსიარულეთა გზაზე დაეჯახა ადამიანებს:- ორი ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა. ხოლო, სექტემბერში11 ადამიანი დაიღუპა და 44 საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის ყველაზე გავრცელებული მოტივაცია არის ფსიქიკური ავადმყოფობა, საზოგადოებისგან გაუცხოება ან შეცდომების ჩადენის სურვილი. 65 შეფასება არ არის
|