!["..დაალევინა დედამ წამალი, დალია
თავადაც, ჩაიხუტა შვილი და ასე
დაასრულა ტანჯვა...." image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201811/2018112117274083133.jpg)
"ექიმი ნარკოლოგი მიყვება ამბავს: გუშინ, სანზონელი 2 პაციენტი "გაიპარა", ერთი რეანიმაციაშია.
ამ დროს გოგონა ჩაგვერთო საუბარში: ჩემი ქმრის ძმაკაცი "გაიპარა" სამი დღის წინ.
ექიმმა განაგრძო: არავინ თქვას რომ ეს უბედურება კარზე არ მიუკაკუნებს, არავინ ვართ დაზღვეული, დედებს დიდი ყურადღება გვმართებს. ყოველდღე მოჰყავთ ჩვენთან 14-15 წლის ბავშვები და ყოველდღე მახსენდება ერთი უბედური ქალის ტრაგედია: ჩემს კოლეგას შვილი გაუნარკომანდა, ერთადერთი შვილი. დაალევინა დედამ წამალი, დალია თავადაც, ჩაიხუტა შვილი და ასე დაასრულა ტანჯვა... 15 წლის წინ მოხდა ეს და ვერ დავივიწყე...." - წერს ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი