ქალი და მამაკაცი მკვლევარები: შეყვარებული წყვილი უფრო ადვილად იმატებენ წონაში 2018, 20 ნოემბერი, 19:05 აზრი იმის შესახებ, რომ წყვილები უფრო ადვილად იმატებენ, როცა ერთმანეთი უყვართ, სულაც არ არის რეალობას მოწყვეტილი. ადამიანები, რომლებიც ბედნიერები არიან საკუთარი ცხოვრებით, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობით -ხშირად არიან ჭარბწონიანები. ამას ამტკიცებს რამდენიმე სამეცნიერო კვლევაც: კვლევაში მონაწილეობა 8 000 ადამიანმა მიიღო. როგორც აღმოჩნდა, გათხოვილი ქალები ქორწინების პირველი 5-6 წლის მანძილზე იმატებენ 10, 8 კგ-ს. შედარებისთვის, ქალები რომლებიც ცხოვრობენ მამაკაცებთან ქორწინების გარეშე, იმატებენ 9, 9კგ-ს. ასევე, ისინი ვინც არის ურთიერთობაში, მაგრამ არ ცხოვრობს მამაკაცთან იმატებენ 5, 8 კგ-ს. მამაკაცებიც მიდრეკილნი არიან წონაში მატებისკენ, როცა ურთიერთობაში არიან... იმათგან, რომლებიც ქალთან ურთიერთობაში არიან ორ წელზე მეტი ხნით, იმატებენ 10 კგ-ით მეტს, ვიდრე ის მამაკაცები, რომლებიც მარტო ცხოვრობენ. კვლევის შედეგად გამოიტანეს დასკვნა, რომ: რომანტიულ ურთიერთობასა და ჭარბწონიანობას შორის ნამდვილად არსებობს კავშირი. ასევე გაირკვა ისიც, რომ ხანგრძლივ ურთიერთობაში მყოფი წყვილები ნაკლებს ეწევიან და მეტ ალკოჰოლს მოიხმარენ . ეს მიუთიტბს იმაზე, რომ ისინი უფრო ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდევენ, ვიდრე მარტოხელები. ახალდაქორწინებულები აშშ-ს ნაციონალური ჯანმრთელობის ცენტრმა უფრო მეტი მტკიცებულება შეკრიბა . მათ სრდათ გაერკვიათ: არის თუ არა კავშირში ჭარბი წონა, ბედნიერების ხარისხზე. მკვლევარებმა გამოკითხეს წყვილები, რომლებიც ქორწინებაში იყვნენ 4 წელზე მეტი ხნით. შეადარეს მათი ემოციური მდგომარეობა და სტრესის დონე. აღმოჩნდა რომ ადამიანები, რომლებიც ბედნიერები არიან ქორწინებაში, უმეტესად არიან ჭარბწონიანები, ვიდრე ისინი ვინც არ არიან კმაყოფილნი საკუთარი ურთიერთობებით. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ადამიანები, რომლებიც ურთიერთობაში ყოფნის დროს იმატებენ წონაში, ვერ ხედავენ საჭიროებას, რომ პარტნიორი მოხიბლონ. ისინი კმაყოფილნი არიან იმით, რაც აქვთ. ხოლო ისინი, ვინც უკმაყოფილოა ურთიერთობებით, არ იმატებენ წონაში რადგან განიცდიან სტრესს. ამიტომ, ადამიანებმა უნდა იზრუნონ საკუთარ გარეგნობაზე, რადგან შესაძლოა საბოლოოდ ურთიერთობაზე ამ ყველაფერმა მაინც იმოქმედოს. წონის ერთდროულად მატება... დადგინდა, რომ წონაში წყვილების ერთდროული მატების რისკი 37%-ია, თუ ერთი ადამიანი წყვილში იკვებება არასწორად, იწვევს პარტნიორის კვებითი ჩვევების შეცვლასაც . ყველაზე ცუდი ფაქტი ისაა, რომ წყვილს შორის არის ფსიქოლოგიური მოზმედების ფაქტი, როცა ერთი ბევრს მიირთმევს, მეუღლესაც აძალებს იგივე გააკეთოს. დასკვნა: თუ აღმოჩნდებით მსგავს სიტუაციაში, თქვენს პარტნიორს აჩვენეთ ის, თუ როგორი სასარგებლოა სწორი კვება და თვითონ შეცვალეთ მისი არასწორი კვებითი ჩვევები. 97 4-ს მოსწონს
|