მსოფლიო ტრამპი, ფოცხი და ხანძარი ანუ ტრამპის მეხანძრული თავდაგასავალი 2018, 20 ნოემბერი, 17:51 იყენებენ თუ არა ფინეთში ტყეების გამოფოცხვის მეთოდს? - ეს კითხვა აქამდე არავის აინტერესებდა და ალბათ ცოტა ხანში ყველას მიავიწყდება, თუმცა ფინეთსა და ამერიკაში ამ თემაზე ბევრს ხუმრობენ. ხუმრობის პლატფორმად კი უკვე ტრადიციულ ხერხს - სოციალურ მედიას მიმართავენ, განსაკუთრებით კი "ტვიტერს". კალიფორნიაში, ხანძრისგან დაზარალებული ტერიტორიების დათვალიერებისას შეერთებული შტატების პრეზიდენტს საინტერესო კომენტარი გაუკეთებია:
"ყურადღება უნდა მიაქციოთ მიწის ზედაპირს... ტყეებში მიწის ზედაპირს დიდი მნიშვნელობა აქვს" - აღნიშნა დონალდ ტრამპმა კალიფორნიაში გადამწვარი მიწების დათვალიერებისას.
ფინეთის ტერიტორიის 70% ტყით არის დაფარული, ფინეთის ფართობი კი 338, 000 კვადრატული კილომეტრია, შესაბამისად, ადვილი წარმოსადგენია, თუ რამდენად არის შესაძლებელი ან უფრო სწორად, შეუძლებელი ტყის გამოფოცხვა.
ფინეთის პრეზიდნეტი ასე გამოეხმაურა ტრამპის განცხადებას: "ტრამპს ვუთხარი, რომ ფინეთი ტყით არის დაფარული, მაგრამ ასევე გვაქვს კარგი დაკვირვების სისტემა და ქსელი". გამოფოცხვაზე კი სიტყვაც არ დაუძრავს".
მაშინ რატომ ახსენა ტრამპმა ასეთი რამ ფინეთთან დაკავშირებით? წაიკითხეთ ვრცლად
30 შეფასება არ არის
|