რელიგია "ხალხთა ტაძარი"-ყველაზე საშიში ქრისტიანული სექტა მსოფლიოში 2018, 19 ნოემბერი, 19:31 40 წლის წინ, 1978 წლის 18 ნოემბერს "სახალხო ტაძრის "918-მა სექტის წევრმა, მათ შორის 200-მა ბავშვმა სიცოცხლე თვითმკველობით დაასრულა. აგრეთვე, არსებობს ვერსია, რომ ეს იყო ამერიკის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი მასიური მკვლელობა. "სახალხო ტაძარი" ყველაზე საშიშ ქრისტიანულ სექტად არის აღიარებული მთელს მსოფლიოში. სექტა დააარსა ჯიმ ჯონსმა, იგი დაიბადა 1931წელს, მისი ოჯახი ცხოვრობდა პატარა მიყრუებულ ქალაქ კრიტში, ჯიმის მამა პირველი მსოფლიო ომის ინვალიდი იყო, ამიტომ ბიჭუნას აღზრდისთვის და განათლებისთვის არც არავის ეცალა და არც აინტერესებდათ რით იყო დაკავებული მათი შვილი, სამაგიეროდ ჯიმი შეამჩნიეს მეზობლებმა, რომლებიც სექტა "50-იანელების" თავგადაკული მიმდევრები იყვნენ. ჯონს იმდენად მოეწონა სექტაში ყოფნა, რომ შემდგომ უკვე იქცა ლიდერად და სიტყვითაც გამოდიოდა მრევლის წინაშე, 1955 წელს კი დააარსა საკუთარი სექტა "სახალხო ტაძარი". მისი ხელმძღვანელობით სექტაში გაერთიანდა სხვადასხვა რასის ხალხი. ეს იყო უნიკალური მოვლენა თავის დროზე - შავკანიანები და თეთრკანიანები, შეპყრობილნი ერთი იდეით, - მშვიდი თანაცხოვრებით. ერთი შეხედვით, ეს იყო უნიკალური კომბინაცია. მაგრამ თუ უფრო ღრმად თუ ჩავეძიებით, სინამდვილეში სექტის წევრები იყვნენ ღატაკები, ნარკომანები, მეძავები, წვრილმანი ქურდები. ზოგადად, "სახალხო ტაძარი" მთლიანად შედგებოდა იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამ ცხოვრების ფსკერზე იყვნენ დალექილები. 1974 წლისთვის სექტაში უკვე 3 000 ადამიანი იყო გაწევრიანებული, ამ დროისთვის სექტა მოძლიერდა და საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწეოდა, ბავშვთა და მოხუცთა სახლებს აფინანსებდნენ. 1970-იან წლებში ამერიკული პრესაში გამოქვეყნდა პუბლიკაციები იმის შესახებ, რომ "ხალხთა ტაძარი" არის დესტრუქციული კულტი, რომელიც აზომბირებს მის მიმდევრებს. "ხალხთა ტაძრის" წევრების ნათესავებმა ხელისუფლებას მოთხოვეს, გამოეძიათ ტაძრის დამფუძნებლის, ჯიმ ჯონსის საქმიანობა ამის შემდეგ ჯიმ ჯონსმა გადაწყვიტა, დაეტოვებინა შეერთებული შტატები და დასახლებულიყო სამხრეთ ამერიკაში. 1977 წელს გაიანაეს ჯუნგლებში ჯონსმა იჯარით აიღო 15 კვადრატული კმ.მიწა და თავის მიმდევრებთან ერთად(900 კაცზე მეტი) იქ დასახლდა, სოფელს "ჯონსთაუნი" უწოდა. 1978 წლის 18 ნოემბერს გაიანაში, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცნობილი მასობრივი თვითმკვლელობა მოხდა. "სახალხო ტაძრის" სექტის 900 -ზე მეტმა წევრმა დალია ნახარში, სადაც ციანიდი იყო ჩამატებული . 9 ადამიანი კი რომელიც ცდილობდნენ გაქცეოდნენ ლიდერს მის სამწყოს ადგილზე დახვრიტეს. მოკლულთა შორის აღმოჩნდა კონგრესმენი ლეო რაიანი, რომელიც ჟურნალისტების მიწვეული იყო. მოკლულთა შორის 200 ბავშვი იყო. ტრაგედიის შემდეგ, ჯონსთაუნის დასახლება ქალაქ-აჩრდილად იქცა, ხოლო 1980-იანი წლების შუა ხანებში ხანძრის შედეგად თითქმის მთლიანად გაანადგურდა. რელიგიური ფანატიზმი(ლათ.fanaticus)-ბრმა, უკიდურესად უპირობო ერთგულება რწმენისადმი, პრაქტიკულ ცხოვრებაში მისი იდეების მკაცრი განხორციელებისადმი ლტოლვა, როგორც წესი, შეუწყნარებელი სხვის მოსაზრებებისა თუ შეხედულების მიმართ. რელიგიური ფანატიზმი განსაკუთრებით აშკარაა რელიგიური სექტანარიზმის დროს.რელიგიური ფანატიზმი ჩვეულებრივ, რელიგიური პრინციპების სახელით მსხვერპლთშეწირვას ი... 922 8-ს მოსწონს
|