რელიგია რა უნდა ვიცოდეთ საიდუმლო აღსარების ჩაბარების დროს 2018, 4 მაისი, 8:56 აღსარება-ეს არის წმინდა საიდუმლო, რომელშიც მხოლოდ ორი პიროვნება მონაწილეობას:ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა მოინანიოს ცოდვები, სინანულში ჩავარდეს და მღვდელთმსახური.
ეს უკანასკნელი ასრულებს შუამავლის როლს, მისი დანიშნულებაა დაეხმაროს მორწმუნეს ღვთის წინაშე მოინანიოს, ხოლო განსაჯოს ან დასაჯოს ეს მის დანიშნულებაში არ შედის. მღვდლები ხშირად აწყდებიან ასეთ ფაქტს: ბევრ ადამიანს არასწორად ესმის საიდუმლო აღსარების არსი, არის შემთხვევები, როდესაც მორწმუნეს აღსარება ჭორაობის დონემდე დაჰყავს და თავის მართლების იწყებს. თავის მართლება არ არის საჭირო-მაშინ რაღა აღსარებაა და რატომ მიდიხართ მღვდელთან თუ თავს დამნაშავედ არ თვლით?"იცით ასე, მოხდა და იმან მაიძულა მე არ მინდოდა და ა.შ."თუ თქვენ ამ განწყობით მიდიხართ აღსარებაზე, სალაპარაკო აღარაფერია და სჯობს თავი შეიკავოთ. არსადროს ილაპარაკოთ სხვაზე, არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქონია თქვენზე ზეგავლენა ცოდვის ჩადენისას, ჩვენ ღმერთს საკუთარი ცოდვების მიტევებას ვთხოვთ. არ არის აუცილებელი დააკონკრეტო რა შესცოდე და არც ისაა აუცილებელი დაწვრილებით მოჰყვე როგორ შესცოდე. " ეკლესია არანაირად არ ზღუდავს აღსარების სათქმელად მოსულ კაცს - გინდა თუ არა, ეს ისტორია მოყევი, მთელი წარსული გამაცანიო. ასე არ არის. საეკლესიო მსახურებისას ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს, აღიარებაცა და ნებისმიერი სხვა წესის აღსრულებაც მის თავისუფალ არჩევანს უნდა წარმოადგენდეს. (თელავის ფერისცვალების მონასტრის მღვდელმსახური მღვდელი მიქაელი) მღვდელთმსახური შუამავალია, ის მოგისმენთ და ილოცებს თქვენი სულისთვის, თქვენი ცოდვების დაწვრილებით მოსმენა მას არ სჭირდება. არსებობს კიდევ ერთი აუცილებელი მომენტი, რომელიც მრევლს აღსარების დროს აშინებს(განსაკუთრებით ისინი ვინც პირველად აკეთებენ ამას)-ასე ჰგონიათ, რომ ისინი მღვდლისგან შერისხულები იქნებიან. ჯერ ერთი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მღვდლის მოვალეობაში არ შედის თქვენი განსჯა და მეორეც, მღვდელი დღის განმავლობაში ათეულობით აღსარებას იბარებს, ასე, რომ მას ვერ გააკვირვებთ.ასევე ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ მღვდელთმსახურს აკრძალული აქვს თქვენი საიდუმლოს გამჟღავნება. ცოდვათა აღიარება თავისთავად ღვაწლია, ღვთის დიდი წყალობაა, დიდი საჩუქარი და ამიტომ დასაფასებელიცაა. 973 8-ს მოსწონს
|