x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენს სხეულს აქვს და აქამდე არ ვიცოდით
ჩვენი ორგანიზმი სისტემების კომპლექსური კომბინაციაა, რომელიც რთულად გასაგებია, თუმცა ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას ასრულებს კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში. ის გვიცავს სხვადასხვა გარემო ფაქტორებისგან, რომელთაც შეუძლიათ ავნონ ჩვენს ჯანმრთელობას. მაშასადამე, ჩვენი სხეული მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და მუშაობს ჩვენივე უსაფრთხოებისთვის.


image


ერთი შეხედვით, ის რთული მანქანასავით ან რაიმე მექანიზმივითაა, რომლის კონტროლიც წარმოუდგენელია, თუმცა არსებობს ხრიკები, რომლებიც დაგეხმარებათ აიცილოთ ცემინება, უხერხული და ცუდი სიტუაციები და სხვა შემთხვევები.



ხრიკები, რომლებიც ჩვენს სხეულს აქვს და აქამდე არ იცოდით



1. არ გინდათ დაცემინება?



image


თუ არახელსაყრელ სიტუაციაში ხართ და ცემინება, ეს ისაა, რაც ამ დროს ყველაზე მეტად არ გინდათ, მისი შეჩერება, შესაძლებელია. თუ თითებს მოიჭერთ ცხვირის ძგიდეზე, ტვინი მიიღებს განგაშის სიგნალს და შეაფერხებს მოსალოდნელ პროცესს, მაგრამ, თუ ამ მეთოდმა არ გაამართლა და კვლავ გინდათ დაცემინება, შეხედეთ რაიმე ნათელ და კაშკაშა შუქს.



ქალი, რომელიც გინესების წიგნში შევიდა, ზედიზედ, შეუსვენებლად, 976 დღე აცემინებდა.









2. უკეთ რომ გაიგოთ, დაიხშეთ ყურები.


image


თუ თქვენი საყვარელი ბენდის ან როკ მუსიკოსის კონცერტზე ხართ, ელექტრონული მუსიკა კი ბუნებრივია, მაღალ ხმაზეა, გვერდით მყოფი მეგობრების საუბარი კი საერთოდ ან გაურკვევლად გესმით, თითებით დაიხშეთ ყურები და ისე მიუშვირეთ ყური მას, აუცილებლად გაიგებთ რაზე საუბრობენ ისინი. ამ მეთოდს, ხშირად გამოიყენებენ მუსიკოსები, სიმღერების ჩაწერის დროს.








3. წოვეთ ცერა თითი, როდესაც რაიმე გაწუხებთ (ნერვიულობთ, ღელავთ).


image


ამაში არსებობს გარკვეული ჭეშმარიტება: ეს ქმედება ხელს უწყობს ვაგუსური ნერვის სტიმულაციას, რაც გულისცემის სიხშირეს და სისხლის წნევას ამცირებს.








4. როგორ გავაჩეროთ სლოკინი?


image


ალბათ, ყველას საკუთარი რეცეპტი გაქვთ სლოკინის საწინააღმდეგოდ, მაგრამ, რამდენიმე რჩევას კიდევ მოგცემთ: ენის წვერზე დაიდეთ ყინული; გადაყლაპეთ შაქრის ნატეხი (კუბიკი); ხელის გულები აიფარეთ ყურებზე და საწრუპი მილით დალიეთ წყალი ამ პოზიციაში; წაიხარეთ ნიჟარასთან (რაკოინა) და ასე დალიეთ წყალი ჭიქიდან (წყლიანი ჭიქა ნიჟარაში უნდა იდოს).








5. როგორ გამოვფხიზლდეთ სწრაფად?


image


შეიკავეთ სუნთქვა, შედეგად გულისცემის სიჩქარე მოიმატებს და სხეული იღებს ბრძანებას, რომ იყოს გააქტიურების რეჟიმში.



გაფრთხილება: მსგავსი მეთოდის ხშირი გამოყენება დაუშვებელია, რადგან მკვეთრი გამოღვიძება გულისთვის სერიოზული სტრესია. მაგალითად, მამაკაცებისთვის არ არის რეკომენდირებული ფიზიკური ვარჯიშების გაკეთება ძილის შემდეგ 2 საათის განმავლობაში.








6. როგორ გამოვისწოროთ ცუდი განწყობა?


image


მეთოდი პატარა, მარტივ საიდუმლოს ემყარება. სასაცილოდ ჟღერს, ვიცი, თუმცა, თუ კბილებით ფანქარს დაიჭერთ, დაღეჭავთ, გააქტიურდება კუნთები, რომლებიც ღიმილის დროს მუშაობენ. ნერვული დაბოლოებებიდან იმპულსები გადაეცემა ტვინს და ის ჩვეულებრივი გზით მოგანიჭებთ ღიმილს. უფრო კონკრეტულად კი, გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი- ენდორფინი.








7. როგორ გავიუმჯობესოთ ტვინის მუშაობა?


image


როზმარინი საუკეთესო საშუალებაა მეხსიერების ფარული პოტენციალისთვის. ღამით, დაწოლამდე თუ დაყნოსავთ ამ მცენარეს, ის ხელს შეუწყობს სწრაფად და საიმედოდ დაიმახსოვროთ ნებისმიერი ახალი ინფორმაცია.








8. როგორ მოვიქცეთ, თუ ფეხი დაგვიბუჟდა?


image


ალბათ, ყველას გამოგიცდიათ და იცით რა უსიამოვნო შეგრძნებაა ფეხის ან ხელის დაბუჟება. ნუ დაელოდებით უსიამოვნო ჩხვლეტები როდის გაივლის, უბრალოდ თავის აქეთ-იქით გადაქნევით, კონკრეტულად კი თავის კუნთების ვარჯიშით, უსიამოვნო შეგრძნება წუთში გაივლის.








9. როგორ მოვატყუოთ სიცრუის დეტექტორი?


image


თუ ნერვიულობთ და გული ძალიან აჩქარებული გაქვთ, თითები მოიჭირეთ ცხვირზე, დახურეთ პირიც და შეეცადეთ ღრმად ამოისუნთქოთ ამ პოზიციაში. იგრძნობთ, თუ როგორ შეიცვალა თქვენი წნევა ყურებში.



ეს მეთოდი ამართლებს, გულიც დამშვიდდება და შესაბამისად თქვენი სისტემაც. თუმცა, გაფრთხილებთ, რომ თუ გულის პრობლემები გაქვთ, არ გამოიყენოთ ეს მეთოდი თერაპევტის კონსულტაციის გარეშე.







იხილეთ აგრეთვე:




რატომ გვიჭკნება წყალში თითებზე კანი და რისგან გვიცავს ცრემლი? ის, რაც აქამდე არ იცოდითimage





რისგან გვიცავს სლოკინი და მთქნარება? ჩვენი სხეულის 9 თავდაცვითი სისტემა, რომელთა შესახებ არ იცოდითimage





რატომ ვკრთებით ძილში? ეს ბევრმა თქვენგანმა არ იცისimage





აი, რატომ გვეყოფა ყოველი ძილის დროს ცალი ფეხი საბნიდან– მიზეზი გაგაოგნებთ!image





ჩვევები, რომლითაც სპობთ საკუთარ ჯანმრთელობას. შეწყვიტეთ!image





რომელ მხარეს უნდა გვეძინოს? ის, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცისimage





რა ემართება სულს ჩვენი ძილის დროს?image





ნახეთ, რა დაგემართებათ, თუ არასწორ პოზიციაში გძინავთimage






დამბლა, ლაპარაკი, მთვარეულობა, სიზმარი სიზმარში, საწოლში კრთომა, განათლების მიღება და სხვათა საიდუმლო, რომლებიც ძილში გვემართებაimage






როგორ გავარკვიოთ რა გვტკივა?image





აი, რატომ გაწუხებთ თავის, წელისა და სხვათა ქრონიკული ტკივილებიimage

1
892
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
892
  
2018, 19 ნოემბერი, 14:33
კაი იყო ))
0 1 1