საზოგადოება კალიფორნია ლაზერული სხივებით ცეცხლის ალშია გახვეული? 2018, 18 ნოემბერი, 15:45 ![]() ჩრდილოეთ კალიფორნიაში ხანძრის დროს დაკარგულთა რიცხვი 1, 276-მდე გაიზარდა და სიკვდილიანობამ 76-ს მიაღწია, აცხადებს მხარის შერიფი კორი ხონი ჟურნალისტებთან საუბარში. "დაკარგულთა რაოდენობა დღეს 1276-მდე, ანუ 275 ადამიანით გაიზარდა. გასული ღამით, კიდევ ხუთი ადამიანის გვამი იქნა აღმოჩენილი, ამიტომ სულ 76 შემთხვევაა ", - თქვა მან. ![]() ![]() ტყის ხანძარი ჩრდილოეთ კალიფორნიაში 8 ნოემბერს დაიწყო. ის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი ხანძარი გახდა. გარდა ამისა, კიდევ ორი ხანძარი მძვინვარებს კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში: ვულსში და ჰილში. 300 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. დონალდ ტრამპმა სახელმწიფოში გამოაცხადა კატასტროფული რეჟიმი. ასევე ვრცელდება ინტერნეტში სურათები წარწერით, რომ კალიფორნიას ლაზერული სხივებით ანადგურებენ ![]() 161 შეფასება არ არის
|