ფოტოგრაფია ნაკლებად ცნობილი ფოტოსურათები და ისტორიული ფაქტები 2019, 15 თებერვალი, 11:55 ძველ ფოტოსურათებს შორის, ბევრია ისეთი, რომელზეც ვინმეს ბედი, ცხოვრება ან მნიშვნელოვანი მოვლენა არის ასახული. ასეთი ფოტო მოგონებებს ინახავს და ისეთი ისტორიის მოყოლა შეუძლია, რომელის წერილობითი წყარო არ არსებობს და მომხდარი ფაქტის მტკიცებულება, შეიძლება, მხოლოდ ეს ფოტო იყოს. 1. XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში, ლონდონის ქუჩებში მეტად უცნაური ეკიპაჟი მოძრაობდა. ეტლში ცხენების ნაცვლად, 4 ზებრა იყო შეკაზმული. ამ ეკიპაჟის მხილველები ადგილზე შეშდებოდნენ და ნანახით გამოწვეულ აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ლონდონელების კარგ განწყობაზე კი ბრიტანელი ბანკირი, ფინანსისტი და ზოოლოგი ბარონი ლაიონელ როტშილდი (Lionel Walter Rothschild) «ზრუნავდა». მას არასდროს ენანებოდა ფული «ზოოლოგიაზე». ბარონმა ტრინგში (ჰერტფორდშირის საგრაფო) საბუნებისმეტყველო მუზეუმი დაარსა, რომელშიც ცხოველების და ფრინველების ფიტულებთან ერთად, ცოცხალი ფრინველები და 100-ზე მეტი გალაპაგოსის კუ იყო. 2. სეკვოია – ყველაზე დიდი და ერთ-ერთი ყველაზე დღეგრძელი მცენარეა დედამიწაზე. იყო დრო, როდესაც მცენარე მთელს პლანეტაზე იზრდებოდა. მაგრამ ამჟამად, მისი გავრცელების არეალი მხოლოდ ჩრდ. ამერიკა არის. სეკვოიებს შორის ყველაზე ხანდაზმულად «პრეზიდენტი» ითვლება. ის აშშ-ს ნაციონალურ პარკში იზრდება და როგორც ვარაუდობენ, დაახლოებით 3240 წლის არის. თუმცა, ისე მხნედ გამოიყურება, სულაც არა გავს მოხუცს. მისი პარამეტრები კი ასეთია: სიმაღლე – 73, 4 მ. დიამეტრი – 7, 1 მ (1, 5 მ. სიმაღლეზე), ღეროს გარშეომწერილობა ხის ძირში – 28, 3 მ. ქვემოთ მოცემულია 1892 წელს კალიფორნიაში გადაღებული ფოტოსურათი და რთული სათქმელია რა უფრო მეტად იწვევს გაკვირვებას – ხის ზომა, თუ ხის მჭრელების მოთმინება. ეს ფოტოსურათი კიდევ იმით არის განსაკუთრებული, რომ მოჭრილი ხის ფონზე, ქვევით, ცნობილი მწერალი მარკ ტვენი დგას. ის ბევრს მოგზაურობდა და ძალიან უყვარდა უბრალო ადამიანებთან ურთიერთობა. 3. ჰიტლერი, სტალინი, ტროცკი, ფრანც იოზეფი და ფროიდი 1913 წელს ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ. უბრალოდ წარმოიდგინეთ: ვენა, თბილი დღე, პატარა კაფე და მაგიდა... გაგრძელება >>> 4. ერთი შეხედვით, 1884 წელს გადაღებულ ამ ფოტოზე, განსაკუთრებული არაფერია, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ თავისუფლების ქანდაკების კონსტრუქტირება ნიუ-იორკში კი არა, პარიზში ხდება. ქალბატონი თავისუფლება, ვიდრე ნიუ-იორკში ჩავიდოდა, ჯერ პარიზში და ფილადელფიაში ნახეს. ლეგენდის თანახმად, თავისუფლების ქანდაკება ფრანგ მოქამდაკეს ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდის 1870 წელს ხილვასავით გამოეცხადა, როდესაც ის ნიუ-ორკის ყურეში ცურავდა. ამერიკაში მისი გეგმა მეტისმეტად ამბიციურად და საოცნებოდ მიიჩნიეს, მაგრამ საფრანგეთში გადაწყვიტეს, რომ ეს კარგი საჩუქარი იქნებოდა ამერიკის რევოლუციის (1775-1783 წწ.) ასი წლისთავისთვის. 1876 წელს, ფილადელფიაში დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 100 წლისთავისთვის, ქანდაკებაზე მუშაობა ისევ გრძელდებოდა და ბარტოლდმა ამერიკაში, თარიღთან დაკავშირებულ ზეიმზე, მხოლოდ ჩირაღდანი და ხელი გაგზავნა. ხოლო, მონუმენტის დანარჩენ ნაწილებზე მუშაობა გუსტავ ეიფელთან ერთად გააგრძელა. ფილადელფიაში ქანდაკების ნაწილის პრეზენტაციიდან – ნიუ-იორკში მის საზეიმო გახსნამდე 10 წელი გავიდა. 1884 წელს ქანდაკებაზე მუშაობა დასრულდა და ის პარიზელებს აჩვენეს. შემდეგ, 350 ნაწილად დაშალეს და 214 ყუთში მოათავსეს. ხოლო, 1886 წლის ოქტომბერში, აშშ-ს ყველაზე ცნობილმა სიმბოლომ ლიბერტი-აილენდზე საკუთარი ადგილი დაიკავა. 5. 1913 წელს 19 წლის სტუდენტმა ტერი უილიამსმა ერთმანეთს ნაცარი და ვაზელინი შეურია და წამწამების დასაგრძელები ნაზავი მიიღო. მისი პირველი მომხმარებელი გამომგონებლის და მეიბელი იყო და სწორედ მისი სახელი ეწოდა, კოსმეტიკის ისტორიაში, პირველ და ყველაზე პოპულარულ ტუშს. 6. პირველი მუნიციპალური კანონი Lex Iulia Municipalis იულიუს კეისარმა გამოსცა. ის სხვა წესებთან ერთად, რომში და იმპერიის სხვა ქალაქებში ქუჩაში მოძრაობის რეგულირების წესებს შეიცავდა. კანონი ძვ. წ. აღრ. 45 წელს გამოიცა, ხოლო 1 წლის შემდეგ, კეისარი მოკლეს და მოძრაობის წესებიც მაშინვე დაივიწყეს. იმპერიის ქალაქებში ისევ ქაოსმა და ხმაურმა დაისადგურა. საუკუნის შემდეგ, პოეტი მარციალე ჩიოდა: «ჯერ მამალსაც არ დაურღვია ღამის მყუდროება და უკვე ეტლის ბორბლების გაუთავებელი ხმაური ისმისო». აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ხსენებული კანონის მიხედვით, ცხენების მოძრაობა, საქონლით დატვირთული ეტლებით, დღის მანძილზე, მხოლოდ რამდენიმე საათით იყო დაშვებული. 7. 1912 წლის 15 აპრილში «ტიტანიკის» კატასტროფის დროს, გემზე მგზავრების გარდა, ტვირთიც იყო და ტვირთს შორის იყო ხის სარკოფაგი, რომელშიც ეგვიპტელი პრინცესას ამენ-რას (Amen-Ra) მუმია იყო ჩასვენებული. ის მეტისმეტად ძვირფასი იყო საიმისოდ, რომ ტრიუმში ჩაეტანათ და ამიტომ, კაპიტნის ხიდის გვერდით მოათავსეს. კატასტროფის შემდეგ, გაზეთებში გაჩნდა ინფორმაცია, რომელშიც გადარჩენილი მგზავრების ერთი ნაწილი ამტკიცებდა, რომ აისბერგთან შეჯახებამდე ცოტა ხნით ადრე, კაპიტანი იმ ყუთთან დაინახეს, რომლითაც მუმია გადაჰქონდათ და მას შემდეგ შენიშნეს, რომ ის უცნაურად იქცეოდა. 8. კოლოსეუმში სხვადასხვა თამაშებს შორის, «Nauromachie» ანუ საზღვაო ბრძოლებიც იმართებოდა. თუმცა, ის ისეთი პოპულარობით არ სარგებლობდა, როგორც «გლადიატორების თამაშები». როგორც ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა, სამოქალაქო და ეკოლოგიის ინჟინერმა მარტინ კრეპერმა ახსნა, კოლოსეუმის არენა წყლით შიდა ჭებიდან მარაგდებოდა და ტრიბუნების ქვევით გაყვანილი მილებით ივსებოდა და ამისთვის, დაახლოებით, 7 საათი იყო საჭირო. 9. 50 წლის წინ ფეხბურთის ინგლისელი არბიტრი კენი ასტონი სახლში ავტომობილით მიდიოდა და საერთაშორისო კომუნიკაციის პრობლემებზე ფიქრობდა. ის შუქნიშანთან შეჩერდა და უეცრად გონება გაუნათდა – ასე გაჩნდა ფეხბურთში ყვითელი და წითელი ბარათები. წითელი ბარათი პირველად 1970 წელს, მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოჩნდა და ის საბჭოთა ფეხბურთელმა მიიღო, მექსიკა — სსრკ-ს შორის გამართული მატჩის დროს. 10. პირველი სელფი ფოტოგრაფიის ისტორიაში რობერტ კორნელიუსმა 1839 გადაიღო. საკუთარი თავის ფოტოგრაფირება, ფაქტიურად, ფოტოგრაფიის გაჩენასთან ერთად დაიწყო. მაშინ სელფის გადაღება ადვილი არ იყო: ხანგრძლივი ექსპოზიციის გამო, გარკვეული დროით გაშეშება იყო საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოსახულების ნაცვლად, ბუნდოვანი ლაქა გამოვიდოდა. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: სურათებზე ასახული 25 ისტორიული ფაქტი ჯორდანო ბრუნოს კოცონზე დაწვის რეალური მიზეზი როგორ გახდა აფრიკა «ცივილიზაციის აკვანი». ლეგენდა რასების შესახებ 737 3-ს მოსწონს
|