საზოგადოება სტადიონზე ვარჯიშის დროს 15 წლის ბიჭი გულის გაჩერებით გარდაიცვალა 2018, 14 ნოემბერი, 18:53
კიდევ ერთი უბედური შემთხვევა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში სტადიონზე ვარჯიშისას ბავშვი გარდაიცვალა. 2002 წელს დაბადებულ ბიჭს მოულოდნელად გული გაუჩერდა და საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ეკიპაჟს 15 წლის მოზარდი გარდაცვლილი დახვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი სათემო რადიო „მარნეული“ marneulifm.ge ავრცელებს.
.
შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ რაგბის თამაშის დროს ასევე გულის გაჩერების შედეგად გურჯაანელი მოზარდიც დაიღუპა.
.
117 შეფასება არ არის
|