საზოგადოება ლენინის ნეშტის რეზინის ან ცვილით შეცვლის იდეას არაკეთილსინდისიერს უწოდებენ 2018, 14 ნოემბერი, 14:35 რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ნოვიკოვმა ვლადიმერ ლენინის დაკრძალვის და მისი სხეულის ცვილის ან რეზინის ასლით შეცვლის იდეას ბოდვა უწოდა - იტყობინება "რია ნოვოსტი". მისი თქმით, ასეთი ინიციატივის ავტორს უნდა რცხვენოდეს. "აბსოლუტური არაკეთილსინდისიერი, გიჟური იდეაა. თუკი დეპუტატ პეტროვს აქვს სინდისის გრძნობა და ჯანსაღი ხედვა ისტორიის, მაშინ მას აუცილებლად უნდა რცხვენოდეს ამ ფსევდო ინიციატივის. " - განაცხადა ნოვიკოვმა. კომუნისტური პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ალექსანდრე იუშჩენკომ ასეთი ინიციატივას პროვოკაცია უწოდა. " 30 წელია ლენინის დამარხვას ცდილობენ ისინი, ვინც ანტი-საბჭოთა კავშირის დამკვიდრების იდეის გაღვივებას და საზოგადოებაში სიძულვილს წარმოჩენას ცდილობენ, მაგალითად ისეთები, როგორიცაა, დეპუტატი პეტერბურგიდან." - თქვა იუშჩენკომ. მანამდე, ლენინგრადის რეგიონის საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატი ვლადიმერ პეტროვი გამოვიდა მოთხოვნით, რომ ლენინის სხეული 2024 წელს მისი სიკვდილის 100 წლის იუბილეზე გამოტანილ და დაკრძალულ იქნეს გამოსამშვიდობებელი ცერემონიის ჩატარების შემდეგ. 208 შეფასება არ არის
|