სხვა "მოვიდნენ და კისერზე დაგვასხდნენ, შიგ ჩაგვისახლდნენ" 2018, 13 ნოემბერი, 20:49 "მოვიდნენ და კისერზე დაგვასხდნენ, შიგ ჩაგვისახლდნენ. ბალღებს შიმშილით დაგვიხოცავენ, დედაკაცებს ლეჩაქს ახდიან და ჩვენც გაგვჯოხავენ. მაშ რაღა ოხრად მინდა ეს ძალუმადური სიცოცხლე და ტიელი ქუდი! - და თუშური ქუდი მიწაზე დაანარცხა. - რა ჯანდაბად მინდა ეს ულვაშიც! - თაფლისფერი ულვაშიც აიწია. - რა სატიალოდ მინდა ეს ოხერი მარჯვენაც და ეს უბედური თავიც - და თავში ხელი აიკრა, - თუ კაცად აღარ ვივარგებ და ტოლ-ამხანაგს თვალში თვალს ვერ გავუსწორებ!" 436 3-ს მოსწონს
|