x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„გვარამიას გინების არავის ეშინია, ფარები ჩააქრეთ, დაგივლით სათითაოდ დედიან-მამიანად - იმ პლაკატებს გაგაკრავთ შუბლზე“

image


„გონორს დაუწიეთ და ფარები ჩააქრეთ, თქვენი არავის ეშინია ამ ქვეყანაში. იმ პლაკატებს, აქა-იქ რომ აკრავთ, გაგაკრავთ შუბლზე და დავამთავრებთ ამით. ჩვენც დაგივლით სათითაოდ, ყველას კარებთან მოვალთ და ვერავინ ვერ გამაჩერებს. ყველას აგიკრავთ კარებთან, რომ თქვენ ჩააბარეთ ახალგორი და კოდორი გაყიდეთ და ახლა მე ამ თადუმაძეს მოვუწოდებ, მთავარ პროკურორს, რატომ არ იძიებს ახალგორის და კოდორის გარიგების საკითხს, რუსებს როგორ აჩუქეს ამ მოღალატეებმა, “ - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, პარლამენტის ვიცესპიკერმა ირმა ინაშვილმა „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყანას ხელში ვერ ჩაიგდებენ.


„თქვენთვის დასათმობი საქართველო ჩვენ არ გვაქვს, თქვენთვის გასაწირი პატიმრები ჩვენ არ გვყავს. ნუ გვახსენებთ ბედუკაძეებს, თქვენ შექმენით ეგ ხალხი. ბედუკაძემ სამოქალაქო მამაცობა გამოიჩინა და გამოიტანა კადრები, ამხილა სისტემა და რეჟიმი. დიახ, უნდა გამოიძიონ სარალიძის და მაჩალიკაშვილის საქმეები. თუმცა, თქვენ არ გინდათ იმაზე საუბარი, რაც ჩაიდინეთ, რადგან ის სისხლის სამართლის და სისტემური დანაშაული იყო. ყოველდღე მადლობას უნდა უხდიდეთ ბიძინა ივანიშვილს, იმან გადაგარჩინათ თქვენ. „გონორს“ დაუწიეთ და ფარები ჩააქრეთ, თქვენი არავის ეშინია ამ ქვეყანაში. იმ პლაკატებს აქა-იქ რომ აკრავთ, გაგაკრავთ შუბლზე და დავამთავრებთ ამით. ჩვენც დაგივლით სათითაოდ, ყველას კარებთან მოვალთ და ვერავინ გამაჩერებს. ყველას აგიკრავთ კარებთან, რომ თქვენ ჩააბარეთ ახალგორი და გაყიდეთ კოდორი. გრძელი ენით გველაპარაკებით იმაზე, რომ თურმე ლეგიტიმაცია გაქვთ... რა ლეგიტიმაცია გაქვთ, 17.5% მიიღო გრიგოლ ვაშაძემ საერთო ამომრჩევლის, 80%-მა უარი გითხრათ. მეორე ტურში კიდევ მეტი გეტყვით უარს. ბოლომდე გაგასწორებთ მიწასთან, მორალურად, პოლიტიკურად, ზნეობრივად. გვარამიასიც არავის ეშინია, დედას რომ იგინება, დაგივლით სათითაოდ დედიან-მამიანად, ყველას. ეს მართლა არამზადები“, - განაცხადა ინაშვილმა.


1
146
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
146
  
2018, 13 დეკემბერი, 9:01
მეოცნებე ფანტაზიორებს ლექსიკა გაქვთ იმის დეე რაა......
.გადაგივლით..
.დაგმარხავთ...
შეგჭამთ...
ისე თქვენ დედებს რომ შევთხარე და თქვენს უკვდავ ბელადსაც ვთხარე ხახაში, თქვენ ლაყაფის მეტი არაფრის ტრაკი არ გაქვთ, ნაბოზვარო უსაქმურებო.
0 1 1