x
პუტინს დააგვიანდა, ტრამპი გააკრიტიკეს - რა მოხდა პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან 100 წლისთავზე?

image

11 ნოემბერს საფრანგეთში პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან 100 წლისთავი საზეიმოდ აღნიშნეს. ღონისძიებას 60 ქვეყნის ლიდერზე მეტი დაესწრო. რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში იყვნენ მსოფლიო პოლიტიკის "ცნობილი სახეები": ემანუელ მაკრონი, ანგელა მერკელი, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი. ეს ბუნებრივიც არის, მით უმეტეს, ამ საერთო ევროპულმა ღონისძიებამ გარდა ერთი მხარის მცდელობისა, ევროპა ერთიანად წარმოაჩინოს, ევროკავშირის პრობლემებზეც უნდა დაგვაფიქროს.

პირველი მსოფლიო ომი 1918 წლის 11 ნოემბერს, 11 საათზე დასრულდა. საზეიმო ღონისძიებებიც ამ დროს დაიწყო პარიზში, თუმცა წვიმამ ყველაფერი გააფუჭა და ღონისძიება მოღრუბლული ცის ქვეშ ჩატარდა.

"საწყალი და უღირსი" დონალდ ტრამპი

საერთაშორისო კონფერენციებზე ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევენ დონალდ ტრამპის არა მხოლოდ განცხადებებს, არამედ მის საქციელსაც. ხშირად ის კრიტიკასაც იმსახურებს. გამონაკლისი არც აღნიშნული ღონისძიება გახდა.
შაბათს ამერიკის პრეზიდენტი საფრანგეთში, პარიზთან ახლოს მდებარე ამერიკელი ჯარისკაცების სასაფლაოზე (ბელოს ტყეში) უნდა მისულიყო და მათი ხსოვნისთვის პატივი მიეგო, თუმცა წვიმის გამო ეს არ გააკეთა.
რა თქმა უნდა, მედიამ დონალდ ტრამპი ძალიან გააკრიტიკა, თუმცა ყველაზე მეტად მაინც უინსტონ ჩერჩილის შვილიშვილის, ნიკოლას სომსის კრიტიკამ მიიქცია ყურადღება:
"ისინი ისე დაიღუპნენ, რომ მტერს თვალებში უყურებდნენ, ამ საწყალმა და უღირსმა დონალდ ტრამპმა კი ვერ შეძლო ამინდის გამოწვევისთვის პასუხის გაცემა და ომში დაცემულებისთვის პატივის მიგება" - ასეთი სიტყვები დაწერა სომსმა საკუთარ "ტვიტერზე".

თეთრ სახლში ეს იმით ახსნეს, რომ უამინდობისა და წვიმის გამო პრეზიდენტის ვერტმფრენმა აფრენა ვერ შეძლო. ავტომობილების გამოყენების შემთხვევაში ახლომდებარე გზები იქნებოდა გადასაკეტი, ტრამპი კი ადგილობრივი მოსახლეობის შეწუხებას მოერიდა და სასაფლაოზე აღარ წავიდა.


რამდენად არის ეს ახსნა მისაღები, ძნელი სათქმელია, თუმცა ტრამპის მხრიდან ასეთი შეცდომები მიანიშნებს, რომ მას, ჯერჯერობით მაინც, არ აქვს პოლიტიკოსისთვის აუცილებელი ალღო, რაც მას წარმოაჩენს ლიდერად და არა უბრალო პრეზიდენტად.

პოლიტიკაში ლიდერობისთვის მხოლოდ ძლიერი სახელმწიფოს მეთაურობა და სხვა ქვეყნებისთვის სანქციების დაწესება არ არის საკმარისი. ამერიკის პრეზიდენტი უნდა პასუხობდეს შეერთებული შტატების როგორც სახელმწიფოს მოთხოვნებს და მსოფლიოს ლიდერების თვალში მას წინამძღოლად უნდა წარმოაჩენდეს. დონალდ ტრამპს ეს არ გამოსდის. წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ ფოტოები
0
158
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0