ფოლკლორი დვორფები (ჯუჯების რასა) - ტოლკიენის მიხედვით 2018, 12 ნოემბერი, 11:46 დვორფები არიან ადამიანის მსგავსი არსებების რასა, რომელიც ცხოვრობდნენ შუახმელეთზე წარმოსახვით მითოლოგიურ წარსულში. ტოლკიენი აფუძნებს თავის ამ პერსონაჟებს გერმანულ მითოლოგიაში აღწერილ დვორფებს, რომლებიც ნისლიან მთებში განმარტოვებით ცხოვრობენ და დაკავებულნი არიან მაღაროებში წიაღისეულის მოპოვებით, მეტალურგიით, მჭედლობით და ძვირფასი თვლებით სამკაულების დამზადებით. ყოველ მითში რეალობის მარცვლებია, ეს ცნობილია ყველა მკვლევარისთვის და შესაძლოა გერმანულ მითოლოგიაში დვორფების ამბავი სწორედ რეალურად მომხდარ ფაქტებს ეფუძნებოდეს. არ არის გამორიცხული მართლაც იყო განმარტოებული დასახლებები მთებში იმ ჯუჯების, რომლებიც იბადებოდნენ ისტორიის განმავლობაში და თავის კომფორტს ვერ პოულობდნენ საკუთარ საზოგადოებაში ფიზიკური ნაკლის გამო, რის შემდეგაც აფუძნებდნენ ცალკეულ პატარა დასახლებებს, რაც შემდგომში გერმანიკულ მითოსში აისახა. ტოლკიენის მიხედვით დვორფები არიან მეტად უძველესი რასა, რომელიც წარმოიშვნენ "პირველ ხანაში", ისევე როგორც ელფები. მანამ სანამ ჩამოყალიბდებოდა თავად მზე და მთვარე (ანუ 4.6 მილიარდ წელზე უფრო ძველი), და მაინც დვორფებზე უფრო ძველი რასა არის ელფების რასა. უძველესი დროიდან მოყოლებული დვორფები ლაპარაკობენ თავიანთ ენაზე, რომელსაც ხუზდული ეწოდება. ის არ იყო წარმოშობილი რომელიე ელფური დიალექტიდან, როგორც სხვა ყველა რასის, მათ შორის ადამიანთა ენები, არამედ აბსოლუტურად დამოუკიდებლად განვითარდა და შეიქმნა დვორფებისთვის აულეს მიერ, რომელსაც შემდგომში უდიდესი სიბრძნის გამო როგორც ღმერთს ისე მიეგებოდა პატივი ადამიანთა მიერ. ხუზდულს ჰქონდა საკუთარი დამწერლობა: დვორფების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა იყო 250 წელი, ისტორიულად კი აღწერილი ჰქონდათ, რომ ყველაზე დიდხანს დვორფთაგან იცოცხლა დველინმა, რომელმა 340 წელს მიაღწია. (შედარებისთვის შუახმელეთზე მცხოვრებ ადამიანთა საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 100 წელი იყო.) დვორფული არქიტექტურა ხასიათდება ბუნებასთან შერწყმული ფორმებით და კლდეებშივე გამოჭრილი გამოქვაბულების და დიდი დარბაზების კომპლექსებით. მისი გარე და შიდა მორთულობა, ინტერიერი და ექსტერიერი გაფორმებულია თავად დვორფების დიდი მეფეების, ისტორიული პირების ძეგლებით და ბარელიეფებით. დვორფების ყველაზე შესანიშნავი ნაგებობა გამოკვეთილი იყო "ერებორის" მარტოსულ მთებში, სადაც ჰქონდათ უდიდესი ოქროს მარაგი რაც მათმა მრავალმა თაობამ დააგროვა. ერებორის მთის სამეფო დარბაზების შესასვლელი კარიბჭე: განაგრძეთ ყველაზე საინტერესო სტატიების კითხვაავტორი: თორნიკე ფხალაძე 324 3-ს მოსწონს
|