საქართველო ,,სალომეს შტაბში რომ აღმოგეჩინათ 7 რუსი პიარტექნოლოგი, რას იზამდით?" - ნიკა ლალიაშვილი 2018, 12 ნოემბერი, 0:05 ტელეკომპანია "იმედის" საგანგებო თოქ-შოუში საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ ტყუილზე დაფუძნებულ კამპანიაზე ისაუბრეს. გადაცემა "იმედი LIVE"-ს ერთერთმა წამყვანმა ხაზი გაუსვა გრიგოლ ვაშაძის რუს პიარტექნოლოგებს და კითხვა დასვა, ეს რომ პირიქით ყოფილიყო, რა აჟიოტაჟს შექმნიდა როგორც ნაცმოძრაობა, ისე რუსთავი 2. “სალომეს შტაბში რომ აღმოგეჩინათ 7 რუსი პიარტექნოლოგი, რას იზამდით? როგორ იმუშავებდით და რა ხმაურს ატეხდით? მაგრამ როგორც ჩანს “ჩემი შენ გითხარი" და დაგაბრალო ის, რაც თავად მე მჭირს კარგაც მუშაობს და ეს პირველ ტურშიც გამოჩნდა, " - აღნიშნა ნიკა ლალიაშვილმა. ამავე კითხვას უპასუხა გადაცემის კიდევ ერთმა წამყვანმა, ჟურნალისტმა თეონა გეგელიამ. “ნორმალურ ქვეყანაში გრიგოლ ვაშაძე გიორგი ვაშაძესთან ერთად ახლა პროკურატურაში უნდა აკეთებდეს განმარტებებს, ვინ არიან ეს რუსი პიარტექნოლოგები, აქვთ თუ არა რაიმე კავშირი ამ რუს სპეციალისტებს კრემლთან? და ესენი გვესაუბრებიან რუსეთუმეობაზე?, " - განმარტა თეონა გეგელიამ. 737 1-ს მოსწონს
|