x
image
cxvedo
ყველაზე შხამიანი გველები
გველები არიან ყველგან, თუმცა ძალიან დამალულები. ცხადია, რომ ყველა არ არის ერთი და იგივე ტიპის და ფერის, ზოგიერთი ნაცრისფერია, ზოგი - წითელი, ზოგი სხვადასხვა ფერებით აჭრელებულია, მაგრამ კიდევ უფრო უარესი არის ის, რომ დაკბენის შემდეგ ჩვენს სისხლში დაიწყება რეაქციები. ახლა შემოგთავაზებთ ყველაზე საშიში გველების ფოტოებს მოკლე აღწერილობით.

image1) მძვინვარე გველი, ანუ სახმელეთო ტაიპანი (დიდი შხამიანი გველი, ბინადრობს ავსტრალიაში და ახალ გვინეაში). მას აქვს ყველაზე ტოქსიკური შხამი სხვა გველებთან შედარებით მთელს მსოფლიოში. მისი შხამის 100მილიგრამი საკმარისია იმისთვის, რომ მოკლას 100 ადამიანი, ანუ 250000თაგვი. იგი 10-ჯერ უფრო შხამიანია ვიდრე ჩხრიალა გველი და 50-ჯერ უფრო შხამიანია ვიდრე კობრა.


image2) ვეფხვისებრი გველი აღმოაჩინეს ავსტრალიაში. ვეფხვისებრ გველს აქვს ძლიერი ტოქსიკური შხამი. გარდაცვალება შეიძლება მოხდეს კბენიდან 30 წუთის განმავლობაში, მაგრამ ჩვეულებრივ 6-24 საათი არის სამოქმედო დრო. მანამდე ვითარდება ანტივენინი. სიმპტომები შეიძლება იყოს ლოკალიზებული ტკივილი ფეხის და კისრის არეში, ჩხვლეტა სხეულის გაშეშებულ ადგილებში და ყურებში ხმაურის შეგრძნება, გრძნობის დაკარგვა და ოფლიანობა, რასაც მოჰყვება სუნთქვის გახშირება და დამბლა.


image3) ფილიპინების კობრა - ყველა სახეობის კობრა არ შედის ამ სიაში, თუმცა ფილიპინების კობრა გამონაკლისია. მისი შხამი ყველაზე ტოქსიკურია კობრების შხამებს შორის. იგი ხტება 3მეტრზე მეტ მანძილზე და მისი შხამის შედეგად შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის ფუნქციის მოშლა, გულის გაჩერება და 30 წუთის განმავლობაში სიკვდილი.



image4) ასპიტები გვხვდებიან მთელს მსოფლიოში, მაგრამ სავარაუდოდ ყველაზე შხამიანები არიან ჯაჭვის ასპიტი. იგი ბინადრობს ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში, კერძოდ ინდოეთში, ჩინეთსა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ასპიტები განსაკუთრებით აქტიურები გხდებიან წვიმის შემდეგ.



image5) სასიკვდილო გველგესლა, ანუ ანკარა გვხვდება ავსტრალიასა და ახალი გვინეაში. ისინი, ფაქტობრივად, კლავს სხვა სახეობის გველებს. ანკარა საკმაოდ ჰგავს ასპიტს, ორივეს აქვს სამკუთხა ფორმის თავი და ერთნაირი საბრძოლო პოზიცია (მოკრუნჩხვა). ისინი, როგორც წესი, გამოყოფენ დაახლოებით 40 100 მგ შხამს.


image6) ჩხრიალა გველი ერთადერთი გველია ამერიკის სიაში. ჩხრიალა გველის ამოცნობა შესაძლებელია კუდის მეშვეობით. იგი ითვლებოდა ყველაზე შხამიან გველად ჩრდილოეთ ამერიკაში. გასაკვირია, მაგრამ არასრულწლოვანი გველი უფრო საშიშად ითვლება ვიდრე ზრდადასრულებული. მათი უნარი შხამის გამოყოფის მიხედვით შეაფასეს. მისი შხამი იწვევს ქსოვილის დაშლას, უკარგავს აღდგენის უნარს და იწვევს კოაგულოპათიას (სისხლის შედედების უნარის მოშლას, სისხლის გათხელებას).

6
1650
14-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:cxvedo
cxvedo
1650
  
2013, 21 ივნისი, 16:09
ისე როგორ მოვკვდები რო ერთხელ ტაიპანს არ ვაკბენინო
2012, 14 ივლისი, 20:55
მეზიზღება გველები ტო უუუფ
2012, 14 ივლისი, 16:17
მაგარია +1
0 1 6