![არაბი პრინცი, რომელმაც
ქველმოქმედებას 32 მილიარდი შესწირა,
საქართველოს საპატიო მოქალაქეა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201811/2018111111135383133.jpg)
ასეთი რამ კაცობრიობას არ ახსოვს, ის უბრალოდ ადგა და 32 მილიარდი შესწირა ქველმოქმედებას…
“ეს ჩემი ვალია კაცობრიობის წინაშე" - განაცხადა საუდის არაბეთის პრინცმა -სალ ვალიდ იბნ ტალალმა ჟურნალ “Forbes-ის" კითხვაზე - “მე ვერ წავიღებ ამ ფულს საფლავში, მინდა, რომ კეთილ საქმეს მოხმარდეს, ჩვენ ირგვლივ იმდენი ადამიანია, რომელსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. ვიღაც ავადმყოფობას ებრძვის, ვიღაც კარგ განათლებას მიიღებს, ვიღაც თავის ცხოვრებას კარდინალურად შეცვლის.
მე შემიძლია სამყარო ოდნავ მაინც შევცვალო უკეთესობისკენ და მე ამას გავაკეთებ!"
თანხა ძირითადად მოხმარდება - სხვადასხვა დაავადებსის წინააღმდეგ ბრძოლას, ქალების უფლებების გაძლიერებას, ახალგაზრდების განათლების წახალისებას, სკოლებისა და ბაღების მშენებლობას, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ღარიბი მოსახლეობის დახმარებას. სალ-ვალიდი იმედოვნებს, რომ მისი ძალისხმევა სამყაროს უფრო ტოლერანტულს გახდის.
შეგახსენებთ, რომ ალ ვალიდ ბინ ტალალი 2015 წელს თბილისს 13 ივნისის სტიქიამდე სამი დღით ადრე სტუმრობდა, შემდეგ კი საქართველოსთვის 300 ათასი დოლარი გამოყო. სწორედ მაშინ მას საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა. ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა იყო.![არაბი პრინცი, რომელმაც
ქველმოქმედებას 32 მილიარდი შესწირა,
საქართველოს საპატიო მოქალაქეა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201811/2018111111143083133.jpg)
62 წლის პრინცი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. მისი ქონება 18 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.