ქალი და მამაკაცი კვლევებმა აჩვენა, რომ ქმარი უფრო სტრესავს ცოლს, ვიდრე შვილები 2018, 13 ნოემბერი, 10:51
გათხოვილი ქალი გაუთხოვარზე მეტ სტრესს განიცდის, რისი მიზეზიც სამსახური, ბავშვების აღზრდა და ქორწინება შეიძლება იყოს. დასტრესილი ცოლები ხშირად გრძნობენ თავის ტკივილს, დაღლილობასა და სიბრაზეს. შვილების მოვლაც ძალიან რთულია, თუმცა, მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ გათხოვილი ქალის სტრესში მეუღლეს უფრო დიდი როლი უჭირავს, ვიდრე ბავშვებს. კვლევის მიხედვით, ქალების 46% ამბობს, რომ ქმრის ქცევებთან გამკლავება უფრო რთულია, ვიდრე შვილებთან, და აქ არაფერ შუაშია ღალატი ან ოჯახური ძალადობა.
სტატიაში გაგაცნობთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ქმრის ქცევას ცოლზე და როგორ უნდა აიცილოთ ისეთი ნეგატიური შედეგი, როგორიც სტრესია. ქმარი ზრდასრული ბავშვივით იქცევა.სიმართლე ისაა, რომ 43 წელს ქვემოთ მამაკაცები ხშირად იქცევიან ბავშვებივით. ეს მარტო არასერიოზულ ქცევებში კი არა, ბავშვების მიმართ მათ დამოკიდებულებაშიც გამოიხატება. "7 წლის ბავშვი რომ თავისი ასაკის შესაბამისად იქცევა, ნორმალურია, მაგრამ როცა 35 წლის მამაკაცი 7 წლის ბავშვივით იქცევა, ეს მართლაც სტრესულია", - ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი, რომელმაც კვლევაში მიიღო მონაწილეობა. უმეტესად, მამები შვილებთან ერთად ერთობიან. საბოლოოდ კი, ისე გამოდის, რომ ბავშვისთვის მამა ასოცირდება მეგობართან, არდადეგებთან და მხიარულ ადამიანთან, რომელიც მას ყველაფრის უფლებას აძლევს. დედები კი მეტად კონცენტრირებულები არიან ისეთ სერიოზულ საკითხებზე, როგორიცაა აღზრდა, დისციპლინა, ჯანმრთელობა, განათლება და ბავშვის განვითარება. ქალები მეტად მიჰყვებიან შვილების ყოველდღიურ რუტინას, აძლევენ მათ ინსტრუქციებს და უკრძალავენ ბევრ რამეს. ამიტომაც დედა ბავშვისთვის ხშირად ასოცირდება "ცუდ დეიდად", რაც რიგ შემთხვევებში შვილებთან, და ზოგჯერ პარტნიორებს შორის კონფლიქტსაც იწვევს. პრობლემის გადაწყვეტა: უმჯობესია, მშობლებმა ერთად იმოქმედონ. თუ ერთი რაღაცას აუკრძალავს შვილს, მეორემაც მხარი უნდა დაუჭიროს. აუცილებელია, ყველა აკრძალვასა და ნებართვაზე მათ ერთობლივად მიიღონ გადაწყვეტილება. ასევე, შვილზე ყოველდღიურად ზრუნვის პასუხისმგებლობის განაწილებაც მნიშვნელოვანია. ბავშვს არ შეუძლია, დამოუკიდებლად იაროს ცურვის გაკვეთილებზე, აირჩიოს ვიტამინები და თვითონ დანიშნოს ექიმთან შეხვედრა, მაგრამ დედასა და მამას შეუძლიათ. სწორედ ასეთ შემთხვევებში უნდა დაეხმაროს ქმარი ცოლს. ქალმა უნდა შეწყვიტოს ყველაფრის საკუთარ თავზე აღება, ყველაფრის კონტროლის მცდელობა და ზოგჯერ ითამაშოს ხოლმე ბავშვებთან, როგორც ამას მამა აკეთებს. ოჯახის საქმეები ზედმეტად ტვირთავს და ღლის ქალს.კვლევის მიხედვით, 5-დან 1 ქალი ამბობს, რომ შვილების აღზრდაში მეუღლის დახმარებას ვერ გრძნობს, ამიტომაც იღებს სტრესს. ქალები მეტ დროს უთმობენ სახლის საქმეებს, როცა მამაკაცები ისვენებენ. ქალის მოვალეობა მხოლოდ საჭმლის მომზადება და სახლის დალაგება კი არ არის, არამედ გადასახადების გადახდა, პროდუქტების შეძენა და ბიუჯეტის დაგეგმვაც. აუცილებელია, ასეთ აქტივობებში ქმარმაც მიიღოს მონაწილეობა, რადგან თუ ქალი ამ ყველაფერს მარტო აკეთებს, ზედმეტად გადაიღლება.ეს ყველაზე მარტივი და სასიამოვნო სამუშაო ნამდვილად არ არის. სახლში საქმიანობას კაცისთვისაც და ქალისთვისაც მეტი სტრესი მოაქვს, ვიდრე ოფისში მუშაობას, სადაც ისინი თავს უფრო ღირებულად გრძნობენ. თუ სახლის საქმეებს მხოლოდ ცოლი მიხედავს, მისი სტრესი გამუდმებით გაიზრდება. პრობლემის გადაწყვეტა: ყველაზე მარტივი და აშკარა პასუხი პრობლემაზე ისაა, რომ ქმარი უნდა დაეხმაროს ცოლს საოჯახო საქმეებში. თანაბრად განაწილებული სახლის საქმიანობა წარმატებული და ძლიერი ქორწინების ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანია. მეუღლეებმა უნდა დააფასონ ერთმანეთის მიერ გაწეული ძალისხმევა. ნებისმიერი შრომა მნიშვნელოვანია, მაშინაც კი, თუ მას შემოსავალი არ მოაქვს. საქმიანობის განაწილებისას გასაკეთებლი საქმე უფრო მალე შესრულდება და ცოლ-ქმარს დარჩენილი დროის ერთად, სასიამოვნო გარემოში გატარება შეუძლია. ქალი თავს დამნაშავედ გრძნობს და დროის დანაკლისს განიცდის.ცოლების ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობის გამო, ისინი თავისუფალი დროის ნაკლებობას განიცდიან. განსაკუთრებით მაშინ, თუ სრულ განაკვეთზე მუშაობენ. საღამოს, სამუშაოს შემდეგ მათ ოჯახის თითოეულ წევრს უნდა მიაქციონ ყურადღება და სახლის საქმეებზეც იზრუნონ. ეს გრძნობა დროის სიმცირესთან დაკავშირებულ სტრესს იწვევს. ქალები ყველაფრის გაკეთებას 24 საათის განმავლობაში ცდილობენ, მაგრამ სიჩქარის გამო შესაძლოა შეცდომებიც ხშირად დაუშვან.ბავშვებზე, ქმარზე და სახლზე პასუხისმგებლობა ქალს აწევს მხრებზე, ამიტომ თუ რამე დაუგეგმავი მოხდება, მან შესაძლოა თავი დამნაშავედ იგრძნოს. სტრესი შეიძლება დანაშაულის გრძნობითაც იყოს გამოწვეული. ერთმა რესპონდენტმა ასეთი რამ თქვა: "მგონია, რომ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით ყველაფერს მარტო მე ვწყვეტ, მეუღლის დახმარების გარეშე. ეს მსტრესავს, რადგან რამე თუ ისე არ გამოვა, როგორც მინდოდა, ყველაფერი ჩემი ბრალი გამოდის". პრობლემის გადაწყვეტა: იმისთვის, რომ ცოლი არ დაისტრესოს დროის სიმცირისა და დანაშაულის გრძნობის გამო, მეუღლე მხოლოდ სახლის საქმეებსა და ბავშვების აღზრდაში კი არ უნდა დაეხმაროს, არამედ მასთან ერთად მთელ ოჯახზე აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან ოჯახში არსებობს ორი ზრდასრული ადამიანი და არა მხოლოდ ერთი ცოლი. როცა მეუღლეები ერთად განიხილავენ პრობლემებს, იღებენ გადაწყვეტილებებს და თანაბრად იღებენ მათზე პასუხისმგებლობას, ეს მათ აერთიანებს და ეხმარება მეტი პრობლემის გადაწყვეტაში. ქალი უნდა ეცადოს, დრო სწორად გაანაწილოს და ძალიან არ გადაიტვირთოს თავი. გახსოვდეთ, სტრესმა შეიძლება საქმე განქორწინებამდე მიიყვანოს და ნეგატიური გავლენა იქონიოს ჯანმრთელობაზე. ამიტომაც, ოჯახის თითოეული წევრის მოვალეობაა, ყველანაირად ეცადოს რაც შეიძლება ნაკლები სტრესული მდგომარეობის შექმნას. ასევე დაგაინტერესებთ:1. რატომ არის ცოლი შვილებზე მნიშვნელოვანი 2. როგორ შევინარჩუნოთ ურთიერთობა - 9 რჩევა ფსიქოლოგებისგან 3. 11 ილუსტრაცია იმის დასამტკიცებლად, რომ დედები მაგიას იყენებენ 219 4-ს მოსწონს
|