x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
6 სახიფათო აქსესუარი მანქანაში, რომლებიც უნდა მოიშოროთ
ზოგჯერ, მძღოლები ავტომობილისთვის სხვადასხვა აქსესუარს ყიდულობენ, რომ ის როგორღაც დაამშვენონ. დეკორის ზოგიერთი ელემენტი მანქანისთვის შეიძლება უსარგებლო და სახიფათო იყოს.

რამ შეიძლება შეუშალოს მძღოლს ხელი ყურადღება მიაქციოს გზას და მართოს ავტომობილი? წაიკითხეთ 6 ყველაზე უსარგებლო და სახიფათო აქსესუარი მანქანაში.

image

№ 1 სხვადასხვა სახის დეკორაციები უკანა ხედვის სარკეზე ან წინა პანელზე. ეს ნივთები ტრანსპორტის მართვის დროს ყურადღების გაფანტვას ხელს უწყობს. ხედვის არეალს ფარავენ, ასევე შეიძლება საყვარელი სარკე დააზიანოს.



№ 2 გადასაფარებლები საჭეზე. დეკორის ასეთი ელემენტი საშიშია იმით, რომ სწრაფი მანევრის დროს ხელი ან გადასაფარებელი შეიძლება საჭიდან გამოსრიალდეს. ამ დროს ავტომობილი რამდენიმე წამით უმართავი რჩება. ეს კი თავის მხრივ, მანქანის მართვის დროს ზედმეტი რისკია.


№3 განათება მანქანის ქვედა ნაწილში. მანქანის ეს გაფორმება შეიძლება გამოგადგებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ღამის ფერად წვეულებაში მონაწილეობთ. ფუნქციური დახმარება ასეთ განათებას არ აქვს. გარდა ამისა, შეიძლება პოლიციამ მანქანა გაგაჩერებინოთ, რადგან არასტანდარტულ განათების მოწყობილობას იყენებთ და საგზაო წესებს არღვევთ.


№4 სარჩული წინა კაპოტის გისოსზე. ბევრი მძღოლი თვლის, რომ ასეთი სარჩული მანქანას სიბინძურისა და მწერებისგან დაიცავს. რაღაც მხრივ ეს მართალიც არის. მაგრამ მთავარია, რომ მანქანის აეროდინამიკური მაჩვენებელი მცირდება და შესაბამისად საწვავის მოხმარება იზრდება. უმჯობესია მანქანის გარეცხვას უფრო მეტი დრო დაუთმოთ.


№5 ჩამუქებული წინა ფანჯრები. ეს აქსესუარი სახიფათოა, რადგან საგზაო სიტუაციის ხედვის საშუალებას ზღუდავს. ამასთან პოლიციამ შეიძლება გაგაჩეროთ, რადგან ფანჯარაზე მუქი ფირის გაკვრა არ შეიძლება, რადგან ეს საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.


№6სამაჯური უსაფრთხოების ღვედისთვის, რაც საშუალებას მოგცემთ მანქანის უსაფრთხოების სისტემა მოატყუოთ და გამაფრთხილებელი სიგნალი მოიშოროთ. მაგრამ ავარიის დროს ვერ დაგეხმარებათ.

image

სანამ ავტომობილისთვის რაიმე აქსესუარის შეძენას გადაწყვეტთ, პირველ რიგში დაფიქრდით იმაზე, თუ რა ფუნქციას შეასრულებს ის. თუ მხოლოდ სალონის დეკორის ფუნქცია უნდა შეასრულოს, ჯობს მასზე უარი თქვათ. მანქანის ზოგიერთი „დეკორი“ არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ საშიშიც შეიძლება იყოს.

0
3042
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
3042
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0