x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134549
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
10 მაგარი იდეა - რა შეგიძლიათ გააკეთოთ ძველი ჯინსისგან
თუ სახლში გაქვთ რამდენიმე ძველი ჯინსი, რომლებიც დროა "პენსიაზე" გაუშვათ, გადაყრა არ იჩქაროთ! ჯინსის ქსოვილისგან ბევრი საინტერესო და სასარგებლო ნივთი შეგიძლიათ გააკეთოთ. მაგალითად, ორიგინალური ბალიში, ჩანთა ან სამუშაო ადგილის ორგანაიზერი.



image



ჩანთა

image


ძველი ჯინსისგან ჩანთის გაკეთება გაცილებით მარტივია, ვიდრე გგონიათ. საკმარისია ქსოვილის რამდენიმე ნაჭერი გამოჭრათ და შეკეროთ, შემდეგ გემოვნებით გააფორმოთ. ჩანთის სახელური ამავე ქსოვილისგან ან ძველი ქამრისგან შეგიძლიათ გააკეთოთ.



image

image


ამავე მეთოდით შეგიძლიათ გააკეთოთ სხვადასხვა ტომარა, ზურგჩანთა და სხვა მსგავსი.


image


ყველაფერი, რაც გჭირდებათ, რამდენიმე ძველი ჯინსი და ცოტა ფანტაზიაა.



ორგანაიზერი

image


ძველი ჯინსი სამუშაო ადგილის გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. სქელი ქსოვილისგან ხელსაწყოების ან საკანცელარიო ნივთების ორგანაიზერი შეგიძლიათ გააკეთოთ.


image


ასეთი ორგანაიზერის გაკეთება მარტივია: ქსოვილის დიდ ნაჭერს დააკერეთ ძველი ჯინსის ჯიბეები, დატოვეთ ადგილი, სადაც სხვადასხვა წვრილმანის ჩადებას შეძლებთ.


image


ქსოვილი რაიმე საფუძველს, მაგალითად, მუყაოს შეგიძლიათ დააწებოთ / დააკეროთ. გამოვა მოსახერხებელი და პრაქტიკული "ყუთი" წვრილმანებისთვის.


image


მსგავსი ორგანაიზერი ხელსაქმის მოყვარულებს ნამდვილად მოეწონებათ. მასში შეგიძლიათ შეინახოთ მაკრატელი, ნემსი, ყაისნაღი, ჩხირები და სხვა.



ბალიშები

image


ჯინსის ბალიშები მოდური და ელეგანტური ინტერიერის აქსესუარია, რომელიც საკუთარი ხელით მარტივად შეგიძლიათ გააკეთოთ.


image


ამისთვის კვადრატებად შეკერილი ქსოვილის ნაჭრები შეაერთეთ.


image


ასეთი ბალიშები გამოგადგებათ აგარაკზე ან სახლში ინტერიერის გასაფორმებლად.


image


საყვარელ შინაურ ცხოველს შეგიძლიათ აჩუქოთ. კატა თუ ძაღლი ასეთ დანამატს თავის საძილე ზონაში დააფასებს.



გადასაფარებელი

image


როგორც ადრე ჩვენი ბებიები კერავდნენ საწოლის გადასაფარებელს ქსოვილის ნაჭრებისგან, ასევე მარტივად და ადვილად შეგიძლიათ გააკეთოთ რაღაც მსგავსი ძველი ჯინსისგან.


image


საკმარისია ჯინსი სასურველი ფორმის ნაჭრებად დაჭრათ. კვადრატის ფორმის გამოყენება ყველაზე მოსახერხებელია.


image


მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს ფანტაზიაზე.


image

უბრალოდ ნაჭრები შეაერთეთ და მიიღებთ უჩვეულო გადასაფარებელს, რომელიც თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ გამოიყენოთ.



ტანსაცმელი

image


საოცარია, მაგრამ ძველი ჯინსისგან ისევ ტანსაცმელი შეგიძლიათ შეკეროთ. სანაძლეოს ვდებთ, ბევრი ასე უკვე აკეთებს.


image


რა თქმა უნდა, საქმე მოდურ შორტებს ეხება.


image


თუმცა ეს ერთადერთი ნივთი არაა, რომელიც ჯინსის ქსოვილისგან შეგიძლიათ შეკეროთ.


image


იდეალურია პერანგისთვის, კაბისთვის, შორტისთვის, ჟაკეტისა და ტოპისთვის.


image

ჩართეთ ფანტაზია და აუცილებლად ყველაფერი გამოგივათ.



ხალიჩა

image


გადასაფარებლის მსგავსად პრაქტიკული და ორიგინალური ხალიჩა შეგიძლიათ გააკეთოთ.


image


ასეთი ხალიჩა საყვარელი ცხოველის საწოლად ან პირდაპირი დანიშნულებით შეგიძლიათ გამოიყენოთ.


image


ასეთის დაბინძურება ან დაჭუჭყიანება არ დაგენანებათ, ამიტომ იდეალურია აგარაკზე ან პიკნიკისთვის. ჯინსის ნაჭრები შეაერთეთ, როგორც თქვენ მოგწონთ, და შეკერეთ.


image


თუ ცოტა გაირჯებით, ასეთი ნაქსოვი ხალიჩა შეგიძლიათ გააკეთოთ ძველი შარვლის ნარჩენებისგან. ასეთი ნაწარმის დამზადების ტექნიკა ინტერნეტში შეგიძლიათ იპოვოთ.



კალათები

image


ვინაიდან ჯინსის ქსოვილი საკმაოდ სქელია, მისგან გამოვა იდეალური მდგრადი კალათები, რომლებშიც სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი შეგიძლიათ შეინახოთ.


image


ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, ცოტა ფერადი ქსოვილი შიგნით დაუმატეთ.


image


თუ უფრო მეტი სიმტკიცე გჭირდებათ, ჯინსის ნაჭრები მუყაოზე დააწებეთ.


image


ესეც ნაქსოვი კალათა, რომლის მომზადების ინსტრუქცია ინტერნეტში შეგიძლიათ იპოვოთ ან ბებიას ჰკითხოთ. ალბათ, იცის.


image


როგორც ყველაფერში, აქაც მთავარია თქვენი ფანტაზია.



სათამაშო

image


თუ ჭრა–კერვის მინიმალური უნარი გაქვთ, საბავშვო სათამაშოს დამზადება სცადეთ.


image


საკმარისია ქსოვილისგან საჭირო ფორმები გამოჭრათ და ამავე ნაჭრებით შეკეროთ.


image


შემავსებლად გამოიყენეთ ჰოლოფიბერი. ბავშვებისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომია.


image


აი, ასეთი საოცარი სათამაშოები შეგიძლიათ მიიღოთ, თუ ცოტა ეცდებით და ხელს გაიწაფავთ.



სამზარეულოს დეკორი

image


ჯინსის ქსოვილისგან სუფრის სერვირებისთვის შესანიშნავი აქსესუარები გამოვა. სტუმრები თქვენი კრეატიული მიდგომით გაოცდებიან.


image


ჭურჭლის ქვესადები შეგიძლიათ გააკეთოთ.


image


ქვესადები ცხელის დასადებად.


image


ასევე ჯინსის ქსოვილით შეგიძლიათ გააფორმოთ პროდუქტების შესანახი კონტეინერები. ასე ჩვეულებრივი მინის ქილები განსხვავებული ფერებით ათამაშდება.



ავეჯის გადასაკრავი

image


ძველი ჯინსის გამოყენების კიდევ ერთი მაგარი მეთოდი – ავეჯის გადასაკრავის შექმნა.


image


პრაქტიკული და ეკონომიურია.


image


ასეთი გადასაკრავი მარტივად კეთდება და ბევრად იაფი ჯდება.


image


თუ ჯინსის გადასაფარებლის და ხალიჩის შეკერვას თავი გაართვით, ასეთი გადასაკრავს უპრობლემოდ გააკეთებთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. როგორც აღმოჩნდა ძველი საბურავისგან ასეთი ნივთების გაკეთება შეიძლება. უბრალოდ წარმოუდგენელია!

2. 18 ბრწყინვალე იდეა, რომელთა დახმარებით ჩვეული ნივთების სრულიად სხვაგვარად გამოყენებას შეძლებთ

3. თუ პატარა სახლი გაქვთ, ასეთი იდეები გამოგადგებათ

4. კერძო სახლის ეზოს დიზაინი: საინტერესო იდეები

5. 19 მოულოდნელი ხრიკი, რომელიც თქვენს ცხოვრებას ახალ დონეზე აიყვანს

6. ინტერიერის 19 ცვლილება, რომელთაც სახლის ახალ დონეზე აყვანა შეუძლიათ

7. 25 მტკიცებულება, რომ იაპონელები 3018 წელში ცხოვრობენ

8. 20 მარტივი იდეა, რომლის დანერგვას ყველგან ისურვებდით

9. ცოტა კრეატივი და თქვენ შესანიშნავი ინტერიერი გექნებათ

10. 20 იდეალური ადგილი კომფორტულად რომ მოეწყოთ და წაიკითხოთ

უფრო მეტი იხილეთ Yoona-ს არხზე
0
272
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
272