დრამატურგია უკვდავი სიყვარული... 2018, 11 ნოემბერი, 17:36 გაუფრთხილდით თქვენს სიყვარულს - პატივისცემით ალექსი აბდიევი ახალგაზრდა მამაკაცი ყვავილების ბუკეტით ხელში, სანაპიროსკენ მირბოდა... მან გარშემო მიმოიხედა და ვერ ნახა ის, ვისაც ეძებდა... ჩამოჯდა კლდეზე, დაიწყო ლოდინი. ხელში ის ყვავილები ეკავა, რომელიც მის სიყვარულს ყველაზე მეტად მოსწონდა, წითელი... ღაჟღაჟა წითელი...სისხლისფერის წითელი ყვავილები. ყვავილებს სიყვარულის სუნი ასდიოდა, თითქოს და ახლადმოკრეფილიყოს. ახალგაზრდა მამაკაცი ყვავილებს ათვალიერებდა, ესაუბრებოდა კიდეც: "რატომ ტირიხართ? ხომ ხედავთ, როგორი ბედნიერი ვარ მე?". მისი გული სიყვარულით ძგერდა, მას ხომ ცოტახანში თავისი სიყვარული უნდა ენახა... მიუხედავად იმისა, რომ წლებია ერთმანეთი უყვარდათ, ახალგაზრდა მაინც ძალიან ნერვიულობდა... მათი სიყვარული იმდენად ძლიერი იყო, რომ ვერც დაშორება, ვერც მონატრება და ვერც სიკვდილი გაანადგურებდა... აღელვებულ ახალგაზრდა მამაკაცმა საათს გადახედა. მისი სიყვარული იგვიანებდა, 1 წუთით უკვე დააგვიანა... თუმცა ლოდინიც კი მოსწონდა. მისი სიყვარული ყოველთვის აგვიანებდა, ყოველთვის ალოდინებდა გულით საყვარელს. დაღვრენილი მამაკაცის ყურადღება ზღვამ მიიპყრო, ზღვას დასასრული არ უჩანდა, როგორც მამაკაცის უსაზღვრო სიყვარულს... სინამდვილეში დღეს ძალიან განსაკუთრებული დღე იყო მათთვის! ისინი უნდა დანიშნულიყვნენ, ეს ორივემ იცოდნენ და აქედან გამომდინარე ახალგაზრდა მამაკაცს ორი ბეჭედი ჰქონდა შენახული გულის ჯიბეში. ასეთ უმნიშვნელოვანეს დღეს მაინც რატომ იგვიანებსო? - ფიქრობდა სიყვარულით გაჟღენთილი ახალგაზრდა... თუმცა ის მიჩვეული იყო, შესჩვეოდა უკვე ლოდინს... ყვავილები ახალივით გამოიყურებოდნენ, მაგრამ რატომ ტიროდნენ ისევ? .... ცოტახანში მოვა მისი სიყვარული, უკვე მოსაღამოვდა! მოვა ჩაეხუტება და აკოცებს მას... შემდეგ ბეჭდებს გაიკეთებენ და დაინიშნებიან. ახალგაზრდა მამაკაცმა შენიშნა თოლიები, რომლებიც ასევე დიდი სიყვარულით დაფრინავდნენ ცაში. მან საათს კიდევ ერთხელ დახედა, უკვე ნერვიულობს! სად დარჩა მისი სიყვარული? რატომ აგვიანებს ამდენს? წლების განმავლობაში ასე არასოდეს დაუგვიანებია, რა ხდება? ...თან არ სურდა, რომ გამვლელებს შეემჩნიათ მის სახეზე დარდი. მას თავში უკვე ცუდი აზრები მოსდიოდა, თუმცა ცუდზე ფიქრიც კი ახალგაზრდას ცუდად ხდიდა! თვალები დახარა... აგერ ერთი ცრემლი კიდევ დაეცა ყვავილებს, უმაგისოდ ცხოვრება მისთვის წარმოუდგენელი იყო. დახუჭა თვალები ... 7 წელი გამხდარა. 7 წელია უკვე ახალგაზრდა ამ სანაპიროებზე თავის სიყვარულს ელოდება. მეტს ვერ გაუძლებდა, თვალებიდან ერთი წვეთი ცრემლი ისევ დაეცა ყვავილებს, ცრემლებით დასველებულიყო ღაჟღაჟა ყვავილი... "მგონი ისევ არ მოვა, უკეთესია მივიდე მის სახლში და მის გვერდით დავტოვო მისი საყვარელი ყვავილები". ახალგაზრდა მამაკაცი წამოდგა ფეხზე, გაეშურა იმ სახლისკენ, სადაც მისი სიყვარული იმყოფებოდა. მისი დიდი სიყვარულის სახლი, მწვანე გორაკის უკან მდებარე სამლოცველო იყო.......... ახალგაზრდა მამაკაცის სიყვარული იმდენად ძლიერი იყო, რომ მის სიყვარულთან ერთად არ მომკვდარა. 7 წელი გასულა, თუმცა მას თავისი სიყვარული ყოველდღე უფრო ძლიერ უყვარდებოდა.... ყველას გისურვებთ უკვდავ სიყვარულს! შეუდარებელს და უძლეველს! სიყვარულით გეცხოვროთ მუდამ! ავტორი - ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო} 1. სამაშველო გემზე ქმარი ავიდა, ცოლი კი გემზე დარჩა - ერთი შეხედვით ნუ განსჯით ადამიანებს! 2. ისტორიული პირების სასიყვარულო წერილები, რომლებიც ისტორიამ დღემდე შემოინახა! 3. იგავი კაცის და გველის მეგობრობაზე 4. "დედაჩემი" - ეს ის სიყვარულია რასაც ვერაფერი შეცვლის (რევაზ ინანიშვილი) 5. "მე ვარ ის პატარა გოგო რომელიც მამის ნამღერ იავნანაზე გაიზარდა" - შენი კოპწია გოგო 167 8-ს მოსწონს
|