x
image
Yoona
Mediator image
10 საუკეთესო რომანტიკული ფილმი კინოს ისტორიაში
image

თითოეული ჩვენგანი გულის სიღრმეში გამოუსწორებელი რომანტიკოსი არის, რადგან სიყვარული ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დღეს გთავაზობთ 10 საუკეთესო რომანტიკულ ფილმს კინოს ისტორიაში.


"შეყვარებული მომავლიდან"

image

წელი: 2013

როლებში: დომნალ გლისონი, რეიჩელ მაკადამსი, ბილ ნაი


ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, ტიმის შესახებ. 21 წლის ასაკში ის აღმოაჩენს, რომ დროში მოგზაურობის უნარი აქვს და შეუძლია ცხოვრების მიმდინარე მომენტი შეცვალოს. შემდეგ მამამისი მას ამცნობს, რომ მათ ოჯახში ყველა მამაკაცს ეს უნარი აქვს. ერთხელ ტიმი მშვენიერ გოგოს გაიცნობს, მაგრამ მასთან მისვლას და გაცნობას ვერ ბედავს, ამიტომ მან თავისი ბედის შეცვლა გადაწყვიტა.

ტიმის ყველა მცდელობა, შექმნას იდეალური ურთიერთობა, ნამდვილ უბედურებას იწვევს - ერთ-ერთ მოგზაურობაში აღმოაჩინა, რომ გოგონა, რომელიც მას უკვე შეუყვარდა, მას საერთოდ არ იცნობს.. ბედნიერების ძიებაში ახალგაზრდა ბიჭს უწევს წარუმატებლობის, დაკარგვის, მწვერვალის, დაცემის შეგრძნება და მუდმივად იმის შეცნობა, რომ უმჯობესია ყოველი დღე მხოლოდ ერთხელ იცხოვრო.


"რეალური სიყვარული"

image

წელი: 2003

როლებში: ალან რიკმანი, ემა ტომპსონი, ჰიუ გრანტი, კირა ნაიტლი, კოლინ ფერტი, ლიამ ნისონი, მარტინ ფრიმენი

ფილმი მოგვითხრობს ერთი სასიყვარულო ინტრიგის შესახებ - რამდენიმე ადამიანის ცხოვრება და ბედი ერთ ხელისგულზე. მოემზადეთ გმირებს ამ ტრაგი-კომედიაში თანაუგრძნოთ. თქვენ გასაოცარ სამყაროში მოხვდებით, რომელიც სავსეა სასიყვარულო ინტრიგებით. სიუჟეტების სწრაფი ცვლილებებით და ვნებით.

ბევრი ისტორია, ერთი სიყვარული - თუ თქვენ რომანტიკის ნამდვილი დამფასებელი ხართ, ეს ფილმი თქვენთვის არის შექმნილი. შეიცანით სიყვარული ისეთი, როგორიც არის - ვნებიანი, ტრაგიკული და საოცრად მხიარული. გემრიელი საკვები მოიმარაგეთ და რეალურ სიყვარულს თქვენი მოჯადოების უფლება მიეცით.


"ბრიჯიტ ჯონსის დღიური"

image

წელი: 2001

როლებში: ჰიუ გრანტი, რენე ზელვეგერი, კოლინ ფერტი

ბრიჯიტ ჯონსი ერთი ჩვეულებრივი საშუალო ასაკის ქალია, რომელიც ყოველდღიურად უამრავი უსიამოვნო რამეს ებრძვის: ასაკს, ზედმეტ წონას, სამსახურს, გაუცნობიერებელ ურთიერთობას უფროსთან, ცხოვრების მეორე ნახევრის არ არსებობას. ერთხელ ის გადაწყვეტს დღიურის ქონას, სადაც მხოლოდ სიმართლეს დაწერს. უფროსთან ურთიერთობა ნელ-ნელა რომანში გადაიზრდება, რომელსაც დასრულება არ უწერია. იპოვის თუ არა ბრიჯიტი ბედნიერებას?

გადაეშვით ბრიჯიტის გასაოცარ სამყაროში და გაიცანით მისი ექსცენტრული მეგობრები, გაიგეთ რა არის ნამდვილი სიყვარული. ეს ფილმი მთლიანად დაგიპყრობთ და ცხოვრებაზე აზრს შეგაცვლევინებთ.


"სკოტ პილიგრიმი ყველას წინააღმდეგ"

image

წელი: 2010

როლებში: მაიკლ სერა, მარი ელიზაბეთ უინსტედი, კიერან კალკინი, ელენ ვონგი

ტორონტოში ავტოფარეხის ჯგუფის 23 წლის ბასისტი, სკოტ პილიგრიმი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს. ახლობლების უკმაყოფილების მიუხედავად, ის 17 წლის უფროს სკოლის მოსწავლეს სახელად ნაიზ ჩაუს ხვდება, რომლის მიმართ ინტერესი ერთი ინციდენტის შემდეგ უქრება.

ერთხელ მისი სახლის ზღურბლზე მომხიბლავი და არაჩვეულებრივი რამონა გამოჩნდება. სკოტი ხვდება რომ ეს ოცნებაა, მაგრამ მშვენიერი გოგონას გულის დაპყრობას მცდელობას თავს არ ანებებს. მალე ცნობილი გახდება, რომ წარმატების მისაღწევად მას რამონას 7 ბოროტი ყოფილი შეყვარებულის დამარცხება მოუწევს.


"როგორები ვიყავით"

image

წელი:1973

როლებში: ბარბარა სტრეიზანდი, რობერტ რედფორდი, ბრედფორდ დილმანი

ამბობენ, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო იზიდავს და ასე მოხდა, როცა კოლეჯში გოგონა კეტიმ, ღარიბი ებრაული ოჯახიდან, გაიცნო მდიდარი ლამაზი ბიჭი, რომელიც სცენარისტობაზე ოცნებობდა. ბიჭი - დამწყები მწერალია, გოგო კი პოლიტიკურად აქტიური პირი.

მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს და გრძნობენ, რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილი. აქედან იწყება მათი წარმოუდგენელი რომანი, რომელიც მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პერიოდსაც აღწერს.


"ფრთხილად კარები იკეტება"

image

წელი: 1998

როლებში: გვინეთ პელტროუ, ჯონ ჰანა, ჯონ ლინჩი

ჰელენს სამსახურიდან ათავისუფლებენ, რის შემდეგ ცდილობს მეტროში მატარებელს მიუსწროს. მას აგვიანდება, მაგრამ მალე აღმოჩნდება, რომ პარალელურ სამყაროში მან ჩაჯდომა მოასწრო, ამ მომენტიდან მისი ცხოვრება ორ სრულიად განსხვავებულ ისტორიად იყოფა.

ერთ-ერთ ცხოვრებაში ჰელენი თავის შეყვარებულ ჯერისთან რჩება, ოფიციანტად მუშაობს და პირადი წარუმატებლობის გადატანა უწევს. მეორეში კი ჯერის ღალატის დროს წაუსრებს და შორდება, უყვარდება ჯეიმს ჰამერტონი. გაიგეთ, რომელიმე ცხოვრება მას ბედნიერ დასასრულს მოუტანს თუ არა.


"უძინარები სიეტლში"

image

წელი: 1993

როლებში: ტომ ჰენკსი, მეგ რაიანი, ბილ გულმანი, როს მელინგერი

ერთხელ სემ ბოლდუინი დაქვრივდება და თავის დარდთან და 8 წლის ბიჭთან, ჯონთან ერთად მარტო რჩება. ბიჭი დედის სიკვდილის ისევე განიცდის, როგორც მამა. შობის დღეს, ჟურნალისტ ენის რადიოში ჯონის ხმა ესმის, რომელიც ამბობს რომ მას სჭირდება დედა, მამას კი ცოლი.

მასს შემდეგ, რაც სემი ტელეფონს იღებს და გულისამაჩუყებელ ისტორიას ჰყვება, ენი ნიშნობის მიუხედავად ხვდება, რომ ეს მისი ბედია. ის იმ ასობით ქალს შორის აღმოჩნდა, რომლებმაც სემს მისწერეს. თუმცა ბედნიერების მისაღწევად მზად არის ხანგრძლივი გზა გაიაროს.


"ზემოთ"

image

წელი: 2009

როლებში: ედვარდ ასნერი, ჯორდან ნაგაი, ბობ პიტერსონი, კრისტოფერ პლამერი

რომ დავფიქრდეთ, მულტფილმი „ზემოთ“ ყველა ასაკის ადამიანისთვის არის. ერთხელ კარლ ფრედრიქსენი მეზობელ გოგოს გაიცნობს და ცოლად მოიყვანს. მისი შეყვარებული ყოველთვის სამოთხის მსგავს ჩანჩქერზე ოცნებობდა, რომელიც სამხრეთ ამერიკაში მდებარეობს და რამდენიმე წლის შემდეგ კარლი მასთან ერთად აქ წასვლას გადაწყვეტს, მაგრამ მის ოცნებას ახდენა არ ეწერა - ელი მოგზაურობამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა.

78 წლის მოხუცმა მარტო მოგზაურობა და ცოლის დიდი ხნის ოცნების ასრულება გადაწყვიტა. ის თავის გასაოცარ მოგზაურობას იწყებს, რომელიც ბევრი ჰაეროვანი ბუშტის დახმარებით სახლში ჰაერში აწევით და რასელის გაცნობით იწყება.


"ქეროლი"

image

წელი: 2015

როლებში: რუნი მარა, ქეით ბლანშეტი, სარა პაულსონი, კაილ ჩანდლერი

1950 წელს, ნიუ-იორკში შობის დღესასწაულზე, ახალგაზრდა გამყიდველი ტერეზა უფროსი ასაკის ქალს, ქეროლს ხვდება. ქეროლი ამ დროს განშორების პროცესში იმყოფება. ყოფილ ქმართან რთული ურთიერთობა ქეროლს ტერეზასთან აახლოებს და ცხოვრების აქამდე უცნობ მხარეს შეიცნობს.

მათ, ორივეს, მოუწევთ შეხვდნენ უსამართლობას, პრობლემურ ურთიერთობას. ამასთან, ტერეზას და ქეროლის ურთიერთობის შესახებ დეტალების გაგების შემდეგ, ყოფილი ქმარი პატარა ქალიშვილზე მეურვეობის მოპოვების უფლებას ცდილობს. გაიმარჯვებს კი მათი სიყვარული?


"ლა ლა ლენდი"

image

წელი: 2016

როლებში: რაიან გოსლინგი, ემა სტოუნი, ჯონ ლედჯენდი, როზმარი დეუიტი, ფინ უიტროკი

ორი ახალგაზრდა ადამიანის - ამომავალი მსახიობის, მიას, და ჯაზის მუსიკოსის, სებასტიანის, წარმოუდგენელი სიყვარულის ისტორია. ისინი თვიდან თვემდე თავს ძლივს ირჩევენ და ცდილობენ ოცნებით მიუახლოვდნენ ქალაქს, რომელიც მათ იმედებს ანადგურებს. ორივეს მომავლის საკუთარი გეგმა აქვს.

ისინი ერთმანეთს სამუდამო სიყვარულს ჰპირდებიან. მაგრამ არსებობს კი ასეთი სიყვარული სინამდვილეში? წარმატების, წარუმატებლობის, აღმასვლის, დაცემის, მცდელობის და მარცხის გამოცდით შეყვარებულები მიხვდებიან, რომ სიმართლეს მნიშვნელობა აქვს: ყველაზე ძლიერი გრძნობა სამყაროში თუ პროჟექტორების სინათლე!

0
3007
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
3007
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0