სხვა სტალინის დამოკიდებულება მიხეილ ჯავახიშვილისადმი 2018, 9 ნოემბერი, 14:37 ![]() „ძიების ყოველმხრივ შემოწმებული მასალებით დადგენილია, რომ იდეოლოგი და შთამაგონებელი ამ კონტრევოლუციურ-ფაშისტური ორგანიზაციისა, მთელი მისი ანტისაბჭოთა საქმიანობის განმავლობაში, გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც თავის გარშემო შეაკოწიწა ქართული ინტელიგენციის ყველაზე რეაქციულად განწყობილი ნაციონალური ნაწილი. კონტრრევოლუციურ-ფაშისტური ორგანიზაციის რიგი დაპატიმრებული მონაწილე ხელმძღვანელობის ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, არის რა დაკავშირებული ფაშისტური გერმანიის მთავრობის წევრებთან, ახორციელებს აქტიურ საჯაშუშო საქმიანობას გერმანიის დაზვერვის სასარგებლოდ. დაბოლოს… კონტრრევოლუციურ-ფაშისტური ორგანიზაციის დაპატიმრებულმა ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ მთლიანად აღიარა თავისი საქმიანობა, სავსებით დაადასტურა ჩვენს ხელთ არსებული ყველა მასალა ივანე ჯავახიშვილის ფაშისტური საქმიანობის შესახებ.“ დიდი ქართველი მეცნიერი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილით დასჯას. ასეთ მძიმე სიტუაციაში, ვიღაცამ მოახერხა და ივანე ჯავახიშვილის ამბავი აცნობა იოსებ სტალინს. ამ უკანასკნელმა კი კრემლიდან თითი დაუქნია – ქართველებს მაგის ტოლი მეცნიერი სხვა ვინ გყავთო?! ასე გადაურჩა ცნობილი ისტორიკოსი დაპატიმრებას და სუკის ჯურღმულში სიკვდილს. საბჭოთა ბელადის ამ ცნობილი ჩარევის შემდეგ ივანე ჯავახიშვილის გარშემო საბოლოოდ დათბა სიტუაცია. ამის გამოხატულება იყო, თუნდაც 1939 წლის იანვარში დიდი ისტორიკოსის არჩევა აკადემიკოსად. (თათა მურაჩაშვილი) ![]() 301 3-ს მოსწონს
|