x
image
მაკუნა
Mediator image
ქართული სექს ინდუსტრია! ვინ არიან "ექსკორტ ნაშები?!

imageეს ის თემაა, რომელზეც ხმამაღლა არ საუბრობენ, მაგრამ რეალურად ბევრს აინტერესებს, უმეტესობა კიცხავს და ქვას ესვრის სხეულით მოვაჭრე ადამიანებს, თუმცა ფაქტია, ისინი ჩვენი საზოგადოების ნაწილნი არიან და ამ რეალობის იგნორირება სიმართლის დამალვა იქნებოდა ამიტომ გადაწყვიტე ეწარმოდგენა შეგიქმნათ დღევანდელ ქართულ პროსტიტუციაზე.


ეს არალეგალური ბიზნესია, თუმცა ფაქტია, სამართალდამცავები იმიტომ კი არ უკრძალავენ პანელზე " დგომას, რომ პროსტიტუცია კანონით არაა დასაშვები, არმედ იმიტომ რომ თურმე ისინი "გარემოვაჭრეები" არიან. ანუ შესაბამისად არაკონტროლირებადი სიტუაციაა ამ სფეროში.
როგორც გავარკვიე, ევროპის ქვეყანების უმეტესობაშიც არალეგალურია პროსტიტუცია, მიზეზი ისაა რომ ქალთა დამცველი ორგანიზაციები აპროტესტებენ რომ ამ გზით შევიდეს ფული ბიუჯეტში. საქართველოში კი საქმე სხვაგვარადაა არსებობს ადგილები სადაც ხდება ასეტი ადამიანების თავშეყრა. ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო რაიმე განსაკუთრებულად მკაცრ ზომებს არ მიმართავს.
საქართველოში არის ე.წ. შეკრების ადგილები, სადაც პროსტიტუცია ყვავის. ერთ_ერთი მოწინავე დაწესებულება "ლაბირინთია", იქ შედარებით ელიტარული "მეძავები" მუშაობენ. ანუ როგორც ბაზრობის ტანსაცმელსა და ბრენდს შორისაა განსხვავება დაახლოებით იგივე სიტუაციაა. არსებობს უმაღლესი სეგმენტიც, ესეც სხეულით ვაჭრობის ფორმაა, ოღონდ უფრო ელიტარულად ითვლება.
მოკლედ, კარგად რომ გავერკვეთ და მეტ-ნაკლებად ავსახოთ თუ რატომაა ასეთი აქტუალური მსგავსი ადგილები, ზოგადად როგორია ქართული "პორნო ინდუსტრია", ამაში უფრო კარგად ჩახედული ადამიანი გაგვარკვევს. ჩემი რესპოდენტი 50 წლამდე ასაკის დაუქორწინებელი მამაკაცია, თემის დელიკატურობიდან გამოდინარე სახელსა და გვარს არ ვაკონკრეტებ, მასთან საუბარს კი ზოგადად ამ თემის აქტუალურობით ვიწყებ:



– პროსტიტუციის სხვადასვა ხერხი არსებობს, საქართველოში რომელია უფრო აქტუალური და მოთხოვნადი?


– ყველაზე უფრო პოპულარული არის ე. წ. ბორდელები, თუ ადამიანი ამ სისტემაში ჩახედული არაა, ერთი შეხედვით ის ნამდვილად ვერ მიხვდება სად მოხვდა? ხშირად ასეთი ადგილები შეიძლება ჩვეულებრივი ბარი გეგონოს, სადაც მიირთმევენ ჩაის, ყავას, საუბრობენ სხვადასხვა თემაზე. მსგავს ადგილებში ნახევრად შიშველ ქალსაც ვერ ნახავთ. მათ ჩვეულებრივად აცვიათ ჯინსები. ყოველდღიური სამოსი, ასე რომ ფილმებში ნანახი ნახევრად შიშველი გოგონები ქარტულ რეალობაში ფანდია. თუმცა ვინც ასეთ ადგილებში დადის, მან იცის რომ იქ ნებისმიერ ქალთან შეგიძლია დალაპარაკება, თავაზიანი ფორმით დაპატიჯება ყავაზე ან ჩაიზე, ალკოჰოლი შეგიძლია დალიო. თუმცა გოგონებს ეკრძალებათ, პირველი სართული ბარის იმიჯს ქმნის, შემდეგ მაღლა სართულები კი ნომრებია.


– თავად ხშირი მომხმარებელი ხართ ამ სერვისის?



– იცი როგორ ხდება? როდესაც მეგობრები ვიკრიბებით დავლევთ, ერთგვარი პატივისცემის მიზნით ვისაც აქვს შესაძლებლობა ეპატიჯება მეგობრებს ასეთ ადგილებში განტვირთვისათვის, ამიტომ საკმაოდ ხშირად მიწევს ასეთ სიტუაციში ყოფნა.


– ვერ გატყობთ რომ არ მოგწონთ, და იზულებული ხართ ასეთ ადგილზე წამოხვიდეთ? დაახლოებით იგივეა ალბათ თქვენთვის რომ სახინკლეში დაგპატიჯონ, თუმცა გაცილებით ძვირი ჯდება არაა?


– ხო ხინკალზე ძვირი ღირს ბევრად, თუმცა თითქმის ყოველთვის ჩემი მეგობარი მპატიჟებს, რომრლიც იტალიიდან ჩამოდის წელიწადში რამდენჯერმე, ფულიც არაა მისთვის პრობლემა, უყვარს მსგავსი გართობა, სიამოვნებს სხვებსაც რომ პატიჟებს. ძალიან ბევრია ვიზუალურად კარგი გოგოა, თან პროფესიონალები. თუ ზიზღით შეხედავ მაშინ არ უნდა მიხვიდე, ბევრი მათგანი საკმაოდ გახსნილია, არ მოგაწყენინებენ?ხინკალძე გამახსენდა, ერთხელ ერთმა გოგომ მითხრა როცა უფრო დამიახლოვდა: აი ხინკალზე რომ წახვალთ დამპატიჯეთო, ანუ დაგვიძმაკაცდა და ადამიანური მომენტია, მეგობრულად გვითხრა თან.


– რომელი ეროვნება ჭარბობს ამ "უძველეს პროფესიაში"?თუ აკვირდებით რით განსხვავდებიან და რას ამბობენ პირად საუბრებში რატომ აირჩიეს ეს გზა?


– არიან ქართველები, ყაზახები, უკრაინელები, საქართველოში მცხოვრები სომხები და აზერბაიჯანელები. საინტერესო აღმოჩენა იყო ჩემთვის რომ ყაზახები და უკრაინელთა ნაწილი ოჯახის ქალებად ითვლებიან თავიანთ ქვეყანაში, აქ სამუშაოდ არიან წამოსული და შემოსავლის დიდ ნაწილს ოჯახებს უგზავნიან, ქართველებს კი ვიღაც ყავთ ზოგს მეგობარი მამაკაცი, ქმარიც, მათი უმეტესობა ნარკომანია და ამიტომ "მუშაობენ" და მათ ინახავენ, თუმცა ზოგს მოსწონს ეს საქმიანობა, ამბობს, რომ სიამოვნებას იღებს... შემოსავალიც საკმაოდ კარგი აქვთ, უმუშევრობა და გაჭირვება უბიძგებს ბევრს თავიდან, შემდეგ მოსწონს და როგორც პროფესიას ისე უყურებს. სმა ყველას აკრძალული აქვს, ქართველები ცოტა ლუდს თუ დალევენ, სხვა ეროვნების გოგოებს უფრო უყვართ დალევა და ჩუმად სვამენ.


– ვინ უშლის დალევას? და რა ფასებია ასეთ დაწესებულებებში?


– ე.წ. "მამაშა", მის გარეშე არაფერი ხდება, ისეთი სისტემაა ყველას თავისი ადგილი აქვს, გარკვეული წესები არსებობს როგორც სხვა " სამსახურში". ფასები არის 100$ დან 200$_მდე. ერთ კაცზე. აქედან 30% რჩებათ გოგოებს, დანარჩენი სასტუმროს და "მამაშას" ეკუთვნის. შვებულებებიც არსებობს....


– სასმლის გარდა რა აკრძალვა აქვთ კიდევ "სამსახურში"?


– არ შეიძლება კლიენტთან ურიერთობის გაბმა "სამსახურს" გარეთ,
თუ გინდა სადმე წაყვანა, ან გამოძახება, მაშინ "მამაშასთან უნდა შეათანხმო. ერთხელ რესტორნიდან დავურეკეთ ერთ-ერთ გოგოს და გვითხრა ვერ გამოვალ თუ არ შეუთანხმდებით "მამაშას" დამითხოვენ სამსახურიდანო. იცი რა ხდება, ამ გოგოებს შეუძლიათ მარტოც შეხვდნენ, გამოძახებაზეც წავიდნენ, მაგრამ იმიტომ ურჩევნიათ ჰყავდეთ "მმართველი", რომ თავს უფრო დაცულად გრძნობენ. ასეთ დაწესებულებაში ზედმეტს ვერ ეტყვი. სეურაწყოფას ვერ მიაყენებ. ცალკე რომ იარონ შეიძლება ერთხელ არაფერი უქნან, მეორედ და მესამედ დაასახიჩრონ ან რამე დამართონ.


– ანუ შესაძლებელია ასეთი ადგილებიდანაც გამოძახება?


– როდესაც უკვე კონტაქტი დამყარებული გაქვს "მამაშასთან" შეგიძლია, მაგრამ გამოძახებაზე ძირითადად მაინც სხვა სისტემა მუშაობს, ეს უფრო ელიტარულ სფეროდ ითვლება. რადგან ცნობად ადამიანებს არ სურთ ხშირად ასეთ ადგილებსში გამოჩენა, ყოფილან ჩემთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები მაგრამ მხოლოდ ბარში საუბრით დამთავრებულა მათი ვიზიტი. იმიტომ კი არა რომ არ ქონდათ სურვილი. უბრალოდ ცუდ ტონად რომ არ ჩათვლილიყო არ მიცეს თავს უფლება, კომპლექსს იწვევს ხშირად ადამიანებისთვის ასეთი ადგილები?


– და მაინც რატომ დადიან, ან რატომ იძახებენ მეძავებს?


– მე პირადად არ მყავს მეუღლე, თავისუფალი ვარ და სადაც და როგორც მინდა დავდივარ, მაგრამ როგორც ვიცი დღეს ბევრ ოჯახშია არაგულწრფელობის პრობლემა, ეხლა კიდევ გაცილებით გამოსწორდა ამ მხრივ მდგომარეობა. თუ მამაკაცს ფული აქვს ის ყველაფერს აკეთებს რადგან აისრულოს ფანტაზია, უფრო ახალგაზრდები, რომელთაც ფული და თანამდებობები იშოვეს, სადისტურადაც იქცევიან, ფანტაზია უკვე მარაზმში გადადის, გოგონას რომელიც შეიზლება დაიქირავონ ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს რომ თავზე დაასხას არაჰიგიენური სითხე, ამაზე გაერთოს. ეს რა თქმა უნდა ლახავს ადამიანის უფლებას, თუმცა თუ ასეთ სისტემაში ხარ უნდა მოითმინო.


– როგორც ვხედავ კარგად იცნობ ამ სისტემას, ისიც გეცოდინება, რამდენად ბევრი ადამიანი შოულობს ფულს ასეთი ხერხით?


– ვერ წარმოიდგენ რამდენი, ძალიან ბევრი, მათ შორის ცნობადი სახეებიც, ბევრი მაღალჩინოსანი ქირაობს მათ, ზოგჯერ უცხოელი სტუმრებისთვის, ეს მსოფლიოში ცნობილი სერვისია, ასეთ ქალებს " "ექსკორტ ნაშებს" ეძახიან, ანუ ვალდებულია ქალი სადაც ეტყვის ყველგან გვერდით ყავდეს, 2 უცხოენას მაინც უნდა ფლობდეს, ენის ნორმები და განათლებაც მნიშვნელოვანია. შეიძლება არც დაწვეს მასთან უბრალოდ გვერდით ყავდეს, თუმცა თუ მოითხოვს კლიენტი, "ექსკორტ ნაშას" არ აქვს უფლება უარი უთხრას. ეს სერვისი გაცილებით ძვირი ღირს.როგორც ვიცი დაახლოებით 1000 დოლარამდე.


– და როგორ ხდება "ექსკორტ ნაშების" მოძიება, მათთან კონტაქტზე გასვლა?


– დაინტერესებულ ადამიანებს აქვთ " კანალები", ამიტომ ცდილობენ ეს ყველაფერი კარგად დამალონ, თუმცა მაინც არ იმალება ბოლომდე. თბილისი პატარა ქალაქია.


მაკა დეკანოსიძე




4
1909
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
1909
  
2012, 10 ივლისი, 0:45
რაც მოვასწარი მომეწონა და გავდივარ ახლა. ხვალ წავიკიტხავ დაწვრილებით. ახლა ზოგადი მიმოხილვა გავაკეთე :)
2012, 10 ივლისი, 0:43
ასე მალე ვერ წაიკითხავდი
2012, 10 ივლისი, 0:42
მშვენიერი ნამუშევარია
0 1 4