x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
„დედოფლისწყაროს ბაღებში 335 ბავშვი 435 000 ლარით ფინანსდებოდა, ახლა 1 100 ბავშვს 1 800 000 ხმარდება“

image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სხვა მიღწევებთან ერთად საბავშვო-ბაღების პირობების გაუმჯობესებას ასახელებს. მისი განმარტებით, 2012 წელს დედოფლისწყაროში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 335 აღსაზრდელი ირიცხებოდა, ჯამში 435 000 ლარით ფინანსდებოდა. ახლა კი დედოფლისწყაროს ბაღებში 1 100 ბავშვია.


„6 წლის წინ მშობლები თანხას იხდიდნენ ისეთ ბაღში, სადაც არ იღო დენი, გათბობა და სათანადო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საჭმელიც სახლიდან უნდა წაეღოთ. ბევრი მათგანი გადასახადის დაფარვას ვერ ახერხებდა, ამიტომ ბავშვების უმრავლესობა სახლში იზრდებოდა და საბავშვო ბაღებში არ უვლიათ. ამაზე ის გარემოებაც მოწმობს, რომ გადასახადის გაუქმებისთანავე ბაღებში კონტინგენტი გაოთხმაგდა. ამის გამო დამატებითი ჯგუფების გახსნა და პერსონალის დამატებაც დაგვჭირდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს დედოფლისწყაროში საბავშვო ბაღებში 335 ბავშვი დადიოდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან წლიურად 435 000 ლარი გამოიყოფოდა. წლევანდელი ბიუჯეტით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის 1 800 000 ლარია წლიური დაფინანსება და ჯამში 1 100 ბავშვია რეგისტრირებული. აქვთ საკმაოდ კარგი მენიუ, 4-ჯერადი კვება და ხარისხიანი პროდუქტები. განახლებული ინფრასტრუქტურა. სურსათის უვნებლობამ შეამოწმა და ყველაზე კარგი ვითარება სწორედ დედოფლისწყაროშია. კეთილმოწყობილი შენობები აქვთ და ყველანაირი საშუალება აქვთ და ეს ყველაფერი მათთვის სრულიად უფასოა, “ - აცხადებს დედოფლისწყაროს მერი.


ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, საბავშვო ბაღებში კონტინგენტის ზრდა ყოვეთვიური გადასახადის გაუქმებამ გამოიწვია, რაც ხელისუფლების ერთ-ერთი მიღწევაა. დედოფლისწყარო ქვეყნის მასშტაბით პირველი იყო, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღების გადასახადი გაუქმდა. შემდეგ სხვა მუნიციპალიტეტებშიც უფასო გახდა.

1
178
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
178
  
2018, 9 ნოემბერი, 12:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1