საქართველო „ახმეტაში ვარ, ნაცმოძრაობის სისხლიან რეჟიმთან ბრძოლას პანკისიდან ვიწყებ“ - ზურაბ ზვიადაური 2018, 8 ნოემბერი, 19:09 საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ყოფილი პარლამენტარი და ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს. როგორც მან განაცხადა, ახმეტაშია და „სისხლიან რეჟიმს“ ძველ გუნდთან ერთად შეებრძოლება. მან წინასაარჩევნო კამპანია სწორედ პანკისის ხეობიდან დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ახმეტაში ხელისუფლებამ არჩევნები წააგო და გრიგოლ ვაშაძემ 22 ათასი ხმით მეტი მხარდაჭერა მიიღო და 13%-ით გაუსწრო ზურაბიშვილს. ზვიადაური წინა მოწვევის პარლამენტში სწორედ ახმეტის მაჟორიტარი იყო;
.
„ჩვენ დავბრუნდით და ეს დაბრუნება არის გაორმაგებული ძალებით. მე როცა წამოვედი პარლამენტიდან, ვთქვი, რომ ვრჩებოდი „ქართული ოცნების“ რიგებში და ქვეყნის რიგით ჯარისკაცად. „ნაციონალების“ წინააღმდეგი ვიყავი და ვიქნები. რეჟიმის, რომელიც აწამებდა და აუბედურებდა ხალხს. ახმეტაში ვარ და ძველ გუნდთან ერთად ჩავერთე პოლიტიკურ ბრძოლაში“, – ამბობს ზვიადაური.
.
პირველ შეხვედრებს ზვიადაური სწორედ პანკისში მართავს, სადაც ასევე დაბალი მხარდაჭერა გამოვლინდა.
.
„მოხდა ისე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ განიცადა, ასე ვთქვათ, მარცხი საპრეზიდენტო არჩევნებში, რადგან პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა მათმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა. ვარ ახმეტაში, მე ზურაბ ზვიადაური, ჩემს მეგობრებთან, კოლეგებთან, მოჭიდავეებთად ერთად, შევეცდები, რომ ყველას მივაწვდინო ხმა, მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს. გუშინ ჩამოვედი ახმეტაში და მეორე ტურამდე დარჩენილ დროს მაქსიმალურად გამოვიყენებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, მოძალადეების წინააღმდეგ მისცეს ხალხმა ხმა. ეს ომია. არ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ უკან დაბრუნება. არ შეიძლება საქართველოში დაბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი“, - ამბობს ზურაბ ზვიადაური რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.'
ზურაბ ზვიადაური დარწმუნებულია, რომ ახმეტის რაიონში სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამარჯვებული იქნება.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ახმეტის საარჩევნო ოლქში დამარცხდა. მან ამომრჩეველთა ხმების 33.25% (4497 ხმა) მიიღო, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ - 45.99% (6620 ხმა).
,
ზურაბ ზვიადაური 2004 წელს ათენის ოლიმპიადაზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი იყო. 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს მიხეილ სააკაშვილს უჭერდა, ხოლო იმავე წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე - პეტრე ცისკარიშვილს. იგი იმავე პარტიის მხარდამჭერი იყო 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც. მოგვიანებით ზვიადაური ბიძინა ივანიშვილის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას შეუერთდა და 2012 წლის ოქტომბერში, „ქართული ოცნების“ წარდგენით, ახმეტის მაჟორიტარული ოლქიდან პარლამენტის წევრიც გახდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გელა სამხარაული წარადგინა, ზვიადაური კი სახელმწიფოს კუთვნილ შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ დაასაქმეს.
348 შეფასება არ არის
|