x
image
მაკუნა
Mediator image
სად წავიდნენ ასათიანის ფსიქიატრიულის პაციენტები?!

imageასათიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დახურვამ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადაუჭრელი პრობლემის წინაშე დააყენა, "ასათიანის"პაციენტის დედა იმ განუკითხაობაზე საუბრობს, რომელიც ფსიქიატრიულ რეფორმას მოჰყვა.

ნუნუ ა-ი:

ჩემი შვილი უკვე წლებია მკურნალობს ფსიქიატრიულში, მაგრამ აღნიშნულ სფეროში ე.წ. რეფორმამ, რომლის შედეგადაც ასათიანი დაიხურა და წესით იქ მყოფი ქრონიკული პაციენტების სპეციალიზირებულ ცენტრებში გადაყვანა იყო გათვალისწინებული, ბევრი პაციენტი ასეთი ცენტრების გარეთ დატოვა, რადგან გაცილებით მეტია პაციენტი, ვიდრე აღნიშნულ ცენტრებში გამოყოფილი ადგილები.
რა დიაგნოზი აქვს თქვენ შვილს და რატომ დარჩა ფსიქიატრიული ცენტრის მიღმა?
– დავიწყოთ იქედან რომ, ჩემი შვილი არის აფხაზეთში ნაომარი, კონტუზირებული, სტრესის შედეგად გახდა სასმელზე დამოკიდებული, ყოველივე აქედადან გამომდინარე მიღებული აქვს ტრამვა, რის გამოც გაკეთებული აქვს ტრეპანაცია(თავის ქალა აქვს ახდილი), საბოლოოდ კი დიაგნოზი ჩამოყალიბდა ორგანული გალუცინოზი. რაც გამოიხატება იმაში, რომ იშვიათად არის საღ აზრზე, ამ დროსაც კი რაღაცეები ეშლება, რაღაცეები ავიწყდება. ეს იმ შემთხვევაში თუ არ დალია, მაგრამ ეს დიდი პერიოდით შეუძლებელია, როგორც კი სასმელს მიეკარება და ორი სამი დღე გადააბამს ემართება გალუცინოზი, ამ დროს უკვე ვერავის ცნობს, ხდება არაადეკვატური, საკუთარ დედასაც კი ვერ მცნობს. თავადაც ძალიან ცუდადაა. 2009 წლიდან მკურნალობდა ასათიანზე, ჰყავდა ძალიან კარგი ექემები, მომვლელი, ყველამ იცოდა მისი მდგომარეობა, გადიოდა ხანძლივი მკურნალობის კურსს თვეების განმავლობაში, ზოგჯერ ჩემი თხოვნის მიუხედავადაც კი არ მატანდენ რამდენიმე დღე. ვისი პაციენტიც იყო, ისინი ყველა ქავთარაძეზე ახალგახსნილ ფსიქიატრიულ ცენტრში გადავიდნენ, ამიტომ მოვინდომე ქავთარაძეზე გადაყვანა, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. იქ მითხრეს, რომ სასწრაფო გამომეძახებინა და ის გადაიყვანდა სადაც იქნებოდა ადგილი. სასწრაფოს მოყვება პატრული და ერიდები მაინც ადამიანი.
– პატრული რატომ?
– დიაგნოზს რომ ეუბნები სასწრააფოს, ისინი იძახებენ უსაფრთხოებისთვის, თავს იზღვევენ. სასწრაფომ და პატრულმა ღუდუშაურში გადაიყვანეს, იქაც კარგი ექმები არიან მაგრამ ორი კვირის შემდეგ გამოწერეს. პრინციპში ძალიან ცოტა ადგილებია, 20-30 კაცზეა გათვლილი. ეს ცენრი ღუდუშაურის კლინიკის გვერდზეა, პატარა ორსართულიანი დამხმარე შენობაა, ადრე სამრეცხაო იყო და გადააკეთეს . დაახლოებით იგივე სიტუაციაა თემქაზეც, სამშობიაროს მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს შენობები გათვლილია მოკლევადიან მკურნალობაზე, ღუდუშაურში რომ მეწვინა იქაურმა ექიმმა მითხრა, თითეულ პაციენტზე დაფინანსება მოდის ინდივიდუალურად და სახელმწიფოს ძვირი რომ არ დაუჯდეს, რაც შეიძლება სწრაფად გაწერა აქვთ დავალებული, მაქსიმუმ 21 დღეში. მაგრამ იმას არ ფიქრობენ, ასეთი პაციენტები სწრაფადვე რომ შედიან ისევ უკან. რადაგნ თუ შეტევა დაეწყო ეს გარდაუვალია.
_არანაირი შედეგი არ აქვს მკურნალობას?
– როცა მკურნალობს გაცილებით კარგადაა ზედამხედველობის ქვეშ, მაგრამ გამოსვლისთანავე ეწყება პრობლემები და მალავე მიხდება ერთიდაიმავე პროცედურის გავლა. ისევ სასწრაფო, პატრული და აურზაური. ეს დაავადება არ იკურნება არის ქრონიკული და უნდა იწვეს ქრონიკულებში. მაგრამ როგორც გითხარით შეუძლებელი გახდა. პირდაპირ მითხრა ჩემი შვილის ძველმა ექიმმა, რომელიც ქავთარაძის კლინიკაშია და ღუდუშაურის ექიმმაც, რომ მათ არაფერი შეუძლიათ, “ზემოდან უნდა გაკეთდეს”, ისე თითქმის შეუძლებელია დიდი პერიოდით მიიღონ ხანგრძლივი რეაბილიტაციის რომელიმე ცენტრში.
გინდათ თქვათ, რომ ყველა ფსიქიურად დაავადებული ვინც ახლა ხანგრძლივად მკურნალობს “პატრონიანია"?
– არის ძალიან მძიმე შემთხვევები, როდესაც უბრალოდ გამოხატულად აგრესიულები არიან გარშემომყოფების მიმართ და ასეთ შემთხვევაში უბრალოდ იძულებულები არიან დააწვინონ. მაგრამ ჩემი შვილის შემთხვევაში, რომლის მდგომარეობაში ბევრია სავარაუდოდ, ხდება ცალმხრივი შეფასება. დასკვნას იმის მიხედვით აკეთებენ, არის თუ არის საზოგადოებისთვის საშიში. არაადეკვატური როცაა არავინ იცის ვის რას დაუშავებს, პირველ რიგში თავის თავისთვისაა ყველაზე საშიში. ფანჯარა შეიძლება კარები ეგონოს ან სახლის სახურავზე გადავიდეს და გადავარდეს, მცდელობა არაერთხელ ქონია, უყურადღებოდ ვერ დატოვებ. ბუხარშიც შესულა და ეგონა საპირფარეშოში მიდიოდა, ძლივს გამოვაძვრინეთ. თუ ამ დროს ქუჩაში აღმოჩნდა, არ იცის თითონაც რას მოიმოქმედებს, გალუცინოზია და სრულიად უმიზეზოდ შეიძლება გახდეს აგრესიულიც.
ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, ამდგარა და ვითომ სისხლს წმენდდა და პატრონობდა დაჭრილებს, ამას ისე რეალურად აკეთებდა, ეჭვი შეგეპარებოდა მართლა ხომ არავინ იყო ოთახში. შემდეგ ვერ გადაარჩინა და სამი მიცვალებულს ასვენებდა Oოთახიდან. ომმის სურათები მუდმივად უტივტივდება ალბათ ქვეცნობიერში.
მოკლედ ძალიან რთულ ვითარებაში ვარ, აღარ ვიცი რა ვიღონო. გამოუვალი მდგომარეობაა, ვცდილობ თავიდან საკუთარი ძალებით გავუმკლავდე. ვასმევ წამლებს მაგრამ შედეგი მაინც არ მაქვს და საბოლოოდ ისევ იძულებული ვხდები გადავაყვანინო საავადმყოფოში. ისე, წესით ნარკოლოგიურში უნდა დააწვინონ ჯერ, კი არის ფსიქიატრიულის პაციენტი, მაგრამ სასმელზე დამოკიდებული რომ აღარ იყოს ხანგრძლივი მკურნალობა ნარკოლოგიურში უნდა გაიაროს, რაც ძალიან ძვირია და ჩემი პენსიით ამას ვერ გავწვდები. გამგეობის თანადაფინანსებაზეც არის საუბარი, მაგრამ ის ოცდაათი პროცენტიც კი რომელიც მე უნდა გადავიხადო ათას ლარზე მეტია.
– როგორც აფხაზეთის ომის ვეტერანს არანაირი შეღავათი არ აქვს?
– არც არაფერი, რომ გაიგებენ შეიცხადებენ, უი ვეტერანია?! უი ნაბრძოლები?! თავს გადააქნევენ და ეგაა.


თუ რატომ აღმოჩნდნენ ფსიქიურად დაავადებულები სამკურნალო დაწესებულებების მიღმა, ამის გასარკვევად ყოფილი ასათიანის ფსიქიატრიულის დირექტორს, ამჟამად კი


ქავთარაძის საამკურნალო ფსიქიატრიული ცენტრის დირექტორის მოადგილეს დავით ზურაბაშვილს დავუკავშირდი:
– ბატონო დავით, ასათიანის დახურვის შემდეგ ყველა პაციენტი სათანადო ყურადღება მიექცა?
– სიმძიმის მიხედვით გადანაწილდნენ სხვადასხვა ცენტრებში, ქავთარაძეზე, თემქაზე, ღუდუშაურში, რეფერალურში, ესენი არიან ქრონიკულად დაავადებული პაციენტები, რომელთა უმეტესობა ხანგრძლივ მკურნალობის კურსს გადის და ფაქტიურად მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც ფსიქიტრიული ცენტრების მიღმა დარჩნენ, მათ რა უნდა ქნან?
– საჭიროების შემთხვევაში სასწრაფოს მიმართონ და სადაც იქნება ადგილი იქ გადაიყვანენ?
ქავთარაძეზე მოხვედრა შეუძლებელიაო, ამბობენ ასათიანის ყოფილი პაციენტები?
– ქავთარაძის გარდა ბევრი ცენტრია, ეგრე აღარაა რომ პირდაპირ მოვიდნენ და დააწვინონ პაციენტი, სასწრაფოს ევალება მიყვანა სამკურნალო ცენტრში.
– კი მაგრამ, ასეთ შემთხვევაში ორ კვირაში უკან წერენ ქრონიკულ პაციენტებსაც კი საავადმყოფოდან...
– ეს სად მოხდა?
ღუდუშაურში, სადაც ამბობენ რომ მალე გაწერას თხოვენ ექიმებს, რადგან არაა დაფინანსება?!
– ასეთი რამ ღუდუშაურში უთხრეს?! ნამდვილად ვერაფერს გეტყვით ამაზე.


გაზეთი "ქართული სიტყვა"
მაკა დეკანოსიძე

3
578
3-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
578
  
2012, 10 ივლისი, 18:37
აბაააა....
2012, 10 ივლისი, 18:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3