x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
რატომ დაიბარეს დედოფლისწყაროს მერი ბიძინა ივანიშვილთან, პარტიის ცენტრალურ ოფისში (ვიდეო)
image


არჩევნების მეორე ტურის წინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საგანგებო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების მერები და რეგიონალური შტაბის ხელმძღვანელები დაიბარეს. როგორც მედიასთან საუბარში ისინი აცხადებენ, არ აქვთ ინფორმაცია რასთან დაკავშირებით დაიბარეს ცენტრალურ ოფისში.


როგორც ცნობილია, შეხვედრას, რომელიც მეორე ტურის საარჩევნო სამზადის ეხებოდა, რეგიონების წარმომადგენლებთან თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე, პარტიის რეგიონალური შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე და პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მართავდნენ.


მათ შორის პარტიის ოფისში მივიდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი მერი. ნიკოლოზ ჯანიაშვილი ამბობს, რომ მის რეგიონში პირველი ტური სალომე ზურაბიშვილმა დამაჯერებლად მოიგო, შესაბამისად ჯანიაშვილისთვის უცნობია, რა საკითხებზე შეიძლება ესაუბრონ მას პარტიის ლიდერები.



„ჩემთან დედოფლისწყაროში არაჩვეულებრივი ვითარება იყო, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა დამაჯერებლად. პარტიაში მოვედი შეხვედრაზე. ვის უნდა შევხვდე არ ვიცი, “- ამბობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი.


ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი მოსიძე ამბობს, რომ რეგიონების ხელმძღვანელებთან იმ ღონისძიებების დაგეგმვა მიმდინარეობს, რომელსაც მმართველი გუნდი სამომავლოდ განახორციელებს. მათ შორის მერებთან ჩვეულებრივი მუშა პროცესია, რომელზეც სამოქმედო გეგმის დადგენა მოხდება.


როგორც პარტიის ოფისში აცხადებენ, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს უახლოეს მომავალში დაიწყებს.


1
323
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
323
  
2018, 9 ნოემბერი, 12:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1